სილქ როუდ ჯგუფი (SRG) საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილეს ბიზნეს ჯგუფია, სადაც 5000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. SRG-ის საქმიანობის ძირითადი სფეროებია სტუმართმასპინძლობის ბიზნესი, უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაციები, ენერგეტიკა და ტრანსპორტირება. სილქ როუდ ჯგუფში შედის მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სასტუმროები Radisson Blu Iveria Tbilisi, Radisson Blu Batumi, Radisson Collection Tsinandali Estate, Park Hotel Tsinandali.
ჯგუფში შემავალი კომპანიების აღრიცხვიანობისა და რეპორტინგის გამარტივების მიზნით, SRG-მა გადაწყვიტა თანამედროვე ERP სისტემის დანერგვა.
კომპანიის მოთხოვნებიდან გამომდინარე გადაწყდა SAP Business One-ისა და მისი კონსოლიდაციის ედონის – Intercompany-ის დანერგვა. მათი საშუალებით კომპანია შეძლებს:
პროექტის დასაწყისში SAP Business One-ი დაინერგა დედა კომპანიაში, შემდეგ სისტემის ჯგუფური დანერგვა მოხდა ერთდროულად ჯგუში შემავალ რამოდენიმე კომპანიაში ე.წ. rollout მეთოდით.
SAP Business One-ი ამჟამად სრულყოფილად ფუნქციონირებს ჯგუფის კომპანიების ძირითად ნაწილში. წლის ბოლოს SRG-ში კონსოლიდაციის ედონი Intercompany-ის დანერგვა იგეგმება, რის შემდეგაც ბიზნეს ჯგუფის ფინანსური მართვის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება.