მენიუ
წარმოების სრული ავტომატიზაცია – „გზაჯვარედინის“ ქეისი
წარმოების სრული ავტომატიზაცია – „გზაჯვარედინის“ ქეისი

კომპანია „გზაჯვარედინი“ 2007 წლიდან აქტიურად არის ჩართული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს საგზაო ნიშნების წარმოება, გზის მარკირება, შუქნიშნების და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სხვა ტექნიკური საშუალებების რეალიზაცია, მონტაჟი და ექსპლუატაცია.

„გზაჯვარედინის“ საწარმო აღჭურვილია ამ სფეროში მსოფლიო ლიდერი მწარმოებლების საუკეთესო დანადგარებით, ხოლო ნედლეულად მხოლოდ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას იყენებს.

ამ სფეროში კომპანია „გზაჯვარედინი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც 2019 წლიდან ფლობს ხარისხის მართვის ISO 9001-2015 საერთაშორისო სერტიფიკატს.

პროექტის შედეგები
შეკვეთის მიხედვით წარმოება
შეკვეთის მიხედვით წარმოება

კლიენტის შეკვეთა ფიქსირდება სისტემაში და ამის მიხედვით ავტომატურად იგეგმება შესაბამისი წარმოება

საწყობისა და მარაგის სრული კონტროლი
საწყობისა და მარაგის სრული კონტროლი

კლიენტის შეკვეთის შესასრულებლად საჭირო მარაგები განისაზღვრება პროგრამულად და ამის მიხედვით იგეგმება შესყიდვები

თვითღირებულების გამოთვლა
თვითღირებულების გამოთვლა

წარმოების დაგეგმილი და ფაქტიური დანახარჯების აღრიცხვით ხდება პროდუქტის საბოლოო თვითღირებულების გამოთვლა

პროექტის შესახებ

კომპანიის მუშაობის ეფექტიანობის კიდევ უფრო ასამაღლებლად, საჭირო გახდა თანამედროვე ERP სისტემის დანერგვა. სწორედ ამიტომ „გზაჯვარედინმა“ პარტნიორად ამ სფეროში ყველაზე გამოცდილი გუნდი – BDO შეარჩია, რომლის დახმარებითაც კომპანიაში დაინერგა გერმანული ERP სისტემა – SAP Business One-ი.

SAP Business One-ის საშუალებით კომპანიის ყველა ძირითადი ბიზნეს პროცესი ერთ სისტემაში მოექცა და მოხდა მათი ავტომატიზაცია – დაწყებული ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციებით და დასრულებული წარმოების კომპლექსური პროცესით.

პროგრამაში სრულად ავტომატიზებულია წარმოების პროცესი – კლიენტის მიერ გაკეთებული შეკვეთა ფიქსირდება სისტემაში და ამის მიხედვით ავტომატურად იგეგმება შესაბამისი წარმოება. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფილია საჭირო მასალებით, წინასწარ განსაზღვრული ნორმატივების შესაბამისად. ამასთან პროგრამულად კონტროლდება წარმოების დაგეგმილი და ფაქტიური დანახარჯები, რომელიც საშუალებას გვაძლევს წინასწარ განვსაზღვროთ სამომავლო პროექტის ბიუჯეტი.

სისტემის მეშვეობით შესაძლებელია საწყობისა და მარაგის სრული კონტროლი – კლიენტის შეკვეთის შესასრულებლად საჭირო მარაგები განისაზღვრება პროგრამულად და ამის მიხედვით იგეგმება შესყიდვები. გარდა ამისა, პროგრამაში ამუშავებულია დადასტურების პროცედურა, რომელიც კომპანიის მენეჯმენტს საშუალებას აძლევს სრულყოფილად აკონტროლოს შესყიდვის პირობები და შედეგად, შესაძლებელია, არასაჭირო ან ზედმეტი შესყიდვებისგან მიღებული დანახარჯების თავიდან არიდება.

„გზაჯვარედინის“ მენეჯმენტი SAP Business One-ის მძლავრი რეპორტინგით იღებს ზუსტ და დროულ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ. აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას, მიღებულ იქნას სწორ ინფორმაციაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები კომპანიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

გახდი BDO-სა და SAP-ის პარტნიორი
გაიგეთ მეტი წარმოების ავტომატიზაციის შესახებ
დაგვიტოვე საკონტაქტო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს