fbpx
მენიუ
ციფრული ტრანსფორმაციის ეტაპები და ციფრული სიმწიფის მაჩვენებლები ბიზნესში

ციფრული ტრანსფორმაცია ბოლო წლებში საერთაშორისო ბაზრის მთავარი ტრენდია. სხვადასხვა კვლევებით, წამყვან ქვეყნებში კომპანიების დიდი ნაწილი ან ახლა იწყებს ამ პროცესს, ან უკვე დაწყებული აქვს. ეს ეხება როგორც დიდ, ასევე მცირე ზომის კომპანიებს. მიუხედავად იმისა რომ ეს ტენდენცია უკვე წლებია არსებობს, 2020 წლის პანდემიამ კიდევ უფრო გაუსვა ხაზი და პრაქტიკაში დაადასტურა მისი აუცილებლობა სამომავლო განვითარებისთვის.

ციფრული ტრანსფორმაცია არის, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, ბიზნეს ელემენტების ისე გარდაქმნა, რომ კომპანია თანხვედრაში იყოს თანამედროვე ბაზრის გამოწვევებთან და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა. აღსანიშნავია, რომ ციფრული ტრანსფორმაციის გზა ყველა კომპანიაში განსხვავებულია და ეს ბუნებრივიცაა – ყველა კომპანიას აქვს საკუთარი, ინდივიდუალური გამოწვევები და შესაძლებლობები.

ციფრული ტრანსფორმაციის პროცესი თითქმის ყველა ორგანიზაციაშია დაწყებული, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამა თუ იმ კომპანიას ეს მიზნად დასახული. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს არ არის სისტემური ხასიათის და პროცესი ქაოტურად მიმდინარეობს. მაგალითად, გასულ წელს, ბევრ კომპანიას მოუწია გაყიდვის არხების გაციფრულება და ინტერნეტ ვაჭრობაში აქტიური მონაწილეობა. ეს ტენდენცია როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოშიც შესამჩნევი იყო. თუმცა, ასევე შესამჩნევი იყო, რომ ბევრი კომპანია ამისთვის უბრალოდ მზად არ აღმოჩნდა – ადგილი ჰქონდა სერვისის დაგვიანებას, პროდუქციის არასრულ ან შეცდომით მიწოდებას და ბევრ სხვა პრობლემას, რომელიც მომხარებელსაც არ გამოჰპარვია.

ონლაინ ვაჭრობა მხოლოდ ერთი და ძალიან კონკრეტული ელემენტია ციფრულ ტრანსფორმაციაში, მეტიც, ზოგი კომპანიისთვის, ინდუსტრიიდან გამომდინარე, შეიძლება ეს მიმართულება ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს. მიუხედავად ამისა, მის მაგალითზე კარგად ჩანს თუ რა პრობლემებს აწყდებიან კომპანიები, ციფრული ტრანსფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში.

მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ციფრული ტრანსფორმაცია არ არის პროცესი, რომელიც კომპანიამ ერთხელ უნდა გაიაროს და რომლის შემდეგაც დადგება კონკრეტული შედეგი. ეს არის მუდმივი პროცესი, რომლის ბოლო ეტაპი არის კომპანიის მდგრადი განვითარება. ეს ყველაფერი უფრო გასაგები რომ გახდეს, ციფრული ტრანსფორმაცია დავყავით 5 ეტაპად, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ინფოგრაფიკაზე:

iphruli-transphormatsiis-5-etapi-01

იმის გასაგებად თუ ტრანსფორმაციის რომელ ეტაპზე იმყოფება ესა თუ ის კომპანია, საჭიროა მისი კონკრეტული ბიზნეს ელემენტების ციფრული სიმწიფის შეფასება. ჩვენ გამოვყავით ციფრული ტრანსფორმაციის 7 ძირითადი ელემენტი, რომელთა შეფასებითაც მოხდება კომპანიის ციფრული სიმწიფის განსაზღვრა. ეს ელემენტებია:

#1 მონაცემები – მომავალზე ორიენტირებული ბიზნესის მიზანი უნდა იყოს მონაცემებით მართულ ბიზნესად გარდაქმნა, სადაც გადაწყვეტილებები მიიღება რელევანტურ და ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ამისთვის საჭიროა არამხოლოდ მონაცემების შეგროვება, არამედ მათი ვიზუალიზაცია და დამუშავება.

#2 პროცესები – პროცესების გაციფრულება არის ნებისმიერი კომპანიის განვითარების ლოგიკური ნაბიჯი. თანამედროვე კომპანიაში ბიზნეს პროცესები ავტომატიზებულია; რუტინულ პროცესების შესამცირებლად თანამედროვე ტექნოლოგიები ERP, RPA გამოიყენება; ხოლო  Process mining-ის საშუალებით მუდმივად ხდება პროცესებზე დაკვირვება და კიდევ უფრო დახვეწა.

#3 ტექნოლოგიები – ცხადია ციფრულ ტრანსფორმაციაში ტექნოლოგიებს ცენტრალური როლი უკავიათ. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ ოპერაციებსა თუ მომხმარებელთან ურთიერთობებში, ბიზნესს განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და გზებს უხსნის. ქლაუდი, RPAIOT, AI და Machine learning – ეს ის ტექნოლოგიებია რომელთაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს და კომპანიებისთვის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ყველაზე სწრაფი გზა გახდა.

#4 მომხმარებელი – მომხმარებელი არის ნებისმიერი ბიზნესის წარმატების გასაღები. ამიტომ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესი იცნობდეს საკუთარ მომხმარებელს და ჰქონდეს მათთან ურთიერთობის ჩამოყალიბებული პოლიტიკა.

#5 გაყიდვის არხები – მაშინ, როდესაც ბაზარს მსგავსს პროდუქტსა თუ სერვისს სხვა ბევრი კონკურენტიც  სთავაზობს,  განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისის დროულ ტრანსფორმაციას და გაყიდვის არხების გაციფრულებას.

#6 უსაფრთხოება – ციფრული სამყაროსა  და ციფრული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიბერუსაფრთხოება და ბიზნესის უწყვეტობის უზრუნველყოფაა. ამისთვის, კიბერუსაფრთხოების ნორმები დაცული უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ხოლო კიბერგარემოსა და თანამშრომლების ცნობიერების შეფასება-შენარჩუნება მუდმივ რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს.

#7 კულტურა და თანამშრომლები – რამდენადაც საჭიროა სწორი სტრატეგიის ქონა კომპანიისთვის, იმდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანები ვინც უშუალოდ ქმნის პროდუქტსა თუ სერვისს. თანამედროვე ბაზარზე გადამწყვეტია, რომ კომპანიას კარგად ჩამოყალიბებული და მდგრადი ციფრული კულტურა ჰქონდეს. კომპანიამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომლების ჩართულობა ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში. ისინი უნდა იცნობდნენ თანამედროვე ტექნოლოგიებს, კიბერ ჰიგიენის წესებს და ესმოდეთ მონაცემების დაგროვება-გამოყენების მნიშვნელობა.

აღსანიშნავია, რომ ციფრული სიმწიფე სხვადასხვა კომპანიისთვის სხვადასხვაგვარად ფასდება. ყველა ბიზნესი ინდივიდუალურია – ზოგისთვის შეიძლება კონკრეტული ელემენტი მეტად ან ნაკლებად მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე დანარჩენები. შესაბამისად, ციფრული სიმწიფის შეფასებისას მიღებული განსხვავებულ შედეგები კომპანიებისთვის შესაძლოა სხვადასხვა რამის მიმანიშნებელი იყოს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ციფრული ტრანსფორმაცია არის მუდმივი პროცესი, რომელსაც შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა სჭირდება. ამისთვის, კომპანიებმა გამოცდილი პარტნიორი უნდა შეარჩიონ, რომელიც დაეხმარება მათ გაწერონ კონკრეტულად მათზე მორგებული გზამკვლევი.

BDO Digital -ი კომპანიებისთვის ციფრული სიმწიფის გამოსათვლელ პერსონალიზებულ ფორმაზე მუშაობს და უახლოეს მომავალში კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ თავად გამოთვალონ ტრანსფორმაციის რა ეტაპზე იმყოფება ბიზნესი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას კომპანიამ განვითარების შემდეგი ეტაპებისთვის. თუ გსურთ გაიგოთ ციფრული სიმწიფის რა ეტაპზე იმყოფება თქვენი კომპანია გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და მიიღეთ ციფრული ტრანსფორმაციის გამოსათვლელი მატრიცა პირველმა.

გაიგეთ ციფრული სიმწიფის რა ეტაპზეა თქვენი კომპანია
დაგვიტოვე საკონტაქტო და მიიღეთ ციფრული სიმწიფის გამოსათვლელი პირველმა
დაგვიტოვე საკონტაქტო
გამოიწერეთ BDO Digital-ის ბლოგი
ნახე მსგავსი სტატიები
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი
BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

2023 წლის დასასრულს, მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მოგზაურობა და მიღწევები. BDO Digital-ში, ეს იყო ინოვაციური პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების წელი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, შევქმნათ ბიზნესისთვის  დამატებითი ღირებულება, ინოვაციური ტექნოლოგიებით, სერვისებით, ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებითა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით. გაეცანით BDO Digital-ის ინდუსტრიულ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიებს ციფრული...
26 დეკემბერი
BDO USA: 2024 წლის პროგნოზები ტექ ინდუსტრიისთვის

BDO USA: 2024 წლის პროგნოზები ტექ ინდუსტრიისთვის

გასული წელი ტექ ინდუსტრიისთვის გამოწვევებით სავსე იყო - ეკონომიკური არასტაბილურობა, მაღალი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები - ამ ყველაფერმა ინდუსტრიას მიდგომების გადახედვა აიძულა. გამოწვევების მიუხედავად, გასაოცარი წინსვლაც ვნახეთ, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით, რომელმაც ახალo ტექნოლოგიური ეპოქა შექმნა. ცხადია, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბიზნესისთვის ახალი...
25 დეკემბერი