fbpx
მენიუ
დისტრიბუცია

დისტრიბუცია

სადისტრიბუციო საქმიანობის ავტომატიზაცია, შეკვეთის აღებიდან საქონლის მიწოდებამდე/თანხის მიღებამდე.

შეკვეთების აღება და
შეკვეთების აღება და დამუშავება

თითოეული აგენტისთვის შესაძლებელია დადგინდეს ყოველდღიური მარშრუტი და გაკონტროლდეს მისი შესრულება. ობიექტზე მისვლისას შეკვეთების აღება ხდება მობილური აპლიკაციის მეშვეობით, საიდანაც აღებული შეკვეთა ავტომატურად აისახება საოფისე პროგრამაში. შეკვეთის აღების პროცესში აგენტს წვდომა აქვს საწყობის ნაშთებზე, აქვს ინფორმაცია კლიენტის დავალიანებასა, თუ მის დარჩენილ საკრედიტო ლიმიტზე, ფასდაკლებები კი ავტომატურ რეჟიმში დაანგარიშდება ოფისიდან დადგენილი წესების მიხედვით.

შეკვეთების აღება და
მიწოდების პროცესის ავტომატიზაცია

პროგრამაში ე.წ. დისპეჩერის სამუშაო ადგილი უზრუნველყოფს მისაწოდებელი შეკვეთების მარტივად გადანაწილებას მანქანებზე, ისე რომ მომხმარებლისათვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია თითოეულ მანქანაზე დასატვირთი საქონლის და მანქანის ტვირთამწეობის შესახებ. მიწოდების სერვისის თანამშრომელს აქვს საშუალება მობილური მოწყობილობაზე დაინახოს მისაწოდებელი შეკვეთები, აპლიკაციიდანვე დაადასტუროს კლიენტის მიერ საქონლის მიღება და დააფიქსიროს მიღებული თანხა.

 მიწოდების პროცესის
ხარჯების
ხარჯების ანალიტიკა

სადისტრიბუციო საქმიანობის მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს მარკეტინგისა და მიწოდების ხარჯები. 1C ERP-ში შესაძლებელია გაწეული ხარჯების მიკუთვნება კონკრეტულ კლიენტებზე, მათთან განთავსებული ინვენტარის აღრიცხვა და შესაბამისად მათი რეალური მომგებიანობის განსაზღვრა. ასევე შესაძლებელია ხარჯების დეტალური ანალიზი ბრენდების და მანქანების მიხედვით. ეს ინფორმაცია კომპანიას ეხმარება შეამციროს მიწოდების ხარჯები, ხოლო მარკეტინგული ხარჯები მიმართოს საჭირო მიმართულებით მაქსიმალური მოგების მისაღებად.

ხარჯების