ფეხი აუწყვეთ ცვლილებებს, რომლებიც ქმნიან ახალ მოთხოვნებს, ცვლიან ბაზრებს და გაძლევენ ახალ შესაძლებლობებს
ციფრულ რეალობაში, სადაც ცვლილებები ყოველდღიური გამოწვევაა ბიზნესის მომავლის პროგნოზირება რთულია, თუმცა BDO Digital ჩვენი სერვისებით ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს ბიზნესის ტრანსფორმაციასა და გამოწვევის დაძლევაში.
ციფრული ტრანსფორმაცია არის მიდგომა, როდესაც ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის გამოყენებით დაცულ გარემოში ხდება 4 ძირითადი ელემენტის – ბიზნეს პროცესების, პროდუქტის, კომპანიის კულტურისა და მომხმარებელთან ურთიერთობის არხების გარდაქმნა ისე, რომ თქვენი კომპანია თანხვედრაში იყოს თანამედროვე ბაზრის გამოწვევებთან და მოიპოვოს კონკურენტული უპირატესობა
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ყოველდღიურ ოპერაციებსა თუ მომხმარებელთან ურთიერთობის ეტაპზე ბიზნესს განვითარების ახალ შესაძლებლობებსა და გზებს უხსნის. ღრუბლოვანი და მობილური ტექნოლოგიები, RPA (robotic process automation), IOT, Ai და მანქანური სწავლებები – ეს ის ტექნოლოგიებია რომელთაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მნიშვნელოვანი ცვლიებები შეიტანეს და კომპანიებისთვის კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ყველაზე სწრაფი გზა გახდა
მონაცემები არის გასაღები თქვენი ბიზნესის თითოეული მიმართულების გაუმჯობესებისთვის რომელზე დაყრდნობითაც კომპანიაში გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს. ამიტომ ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენი მონაცემები წესრიგშია. ტრანსფორმაციის შედეგად ბიზნესმა უნდა შეიძინოს მონაცემებზე დაყრდნობილი სტრატეგიისა და მართვის შესაძლებლობა
ციფრული სამყაროსა და ციფრული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიბერუსაფრთხოებაა ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს რა პროცესის თუ პროდუქტის ტრანსფორმაციას გეგმავთ – ციფრული ტრანსფორმაციის საყრდენი დაცული და უსაფრთხო გარემოს შექმნაა. კიბერუსაფრთხოების მიზანი ორგანიზაციის ყველა ცნობილი და უცნობი კიბერშეტევისგან დაცვაა, თავდასხმის შემთხვევაში კი მისი ადრეულ ეტაპზე პროაქტიული გამოვლენა, შეკავება ან აღმოფხვრა ზიანის მინიმუმამდე შესამცირებლად.
რამდენადაც მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის ქონა კომპანიისთვის, იმდენად მნიშვნელოვანია ის ადამიანები და კულტურა ვინც ქმნის კომპანიას და უშუალოდ ქმნის პროდუქტს თუ სერვისს. ციფრული გარდაქმნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს თანამშრომლები წარმოადგენენ. ტრანსფორმაციული ცვლილებები მოითხოვს კომპანიაში თანამედროვე სამუშაო სივრცის კულტურის დანერგვას, Lean და Agile მიდგომებისა და კიბერჰიგიენის კულტურის განვითარებას.
ციფრული ტრანსფორმაციისა და ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანიამ თანამშრომელთა შესაძლებლობების სრულ გამოყენებას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას ხელი რუტინული თასქებისა და პროცესების ოპტიმიზაციით უნდა შეუწყოს.
მომხმარებელთან ურთიერთობისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის კომპანიები სულ უფრო მეტ რესურსს იყენებენ. დღეს მომხმარებელი მიჩვეულია მისთვის კომფორტულ ციფრულ სერვისებს, რომელიც უადვილებს მას თქვენ ბიზნესთან ურთიერთობას, ხოლო თქვენ გაძლევთ შესაძლებლობებს უფრო კარგად გაიცნოთ მომხმარებელი და გააუმჯობესოთ სერვისი მომხმარებლის მოგზაურობის (customer journey) მეშვეობით.
მონაცემები, მუდმივი კომუნიკაცია და უკუკავშირი – Data driven marketing -ის სამი მნიშვნელოვანი ელემენტია. რისთვისაც კომპანიას სჭირდება მარკეტინგული ტექნოლოგიებისა (Martech) და თანამედროვე მონაცმებზე დაფუძნებული მარკეტინგული ხედვის დანერგვა კომპანიაში.
კომპანიაში არსებული პროცესების მოწესრიგება, ტრანსფორმაცია და ავტომატიზაცია თანამედროვე კომპანიებისთვის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ტექნოლოგიებისა და ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიების მეშვეობით კომპანია იძენს ახალ შესაძლებლობებს, უმჯობესდება პროცესები, ხდება შეცდომებისა და მოცდენების აღმოფხვრა და კომპანიაში ინერგება პროცესებზე ორიენტირებული მიდგომა
მაშინ, როდესაც ბიზნესის ნებისმიერ სფეროში უამრავი კონკურენტი ფიგურირებს, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება თქვენი პროდუქტებისა თუ სერვისის დროულ ტრანსფორმაციას, თქვენი პროდუქტისა და სერვისის მიწოდების არხების სწორ ანალიზს და სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმას კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად