fbpx
მენიუ
მონაცემთა სტრატეგია

მონაცემთა სტრატეგია

მონაცემთა მართვის წესები და ტექნოლოგია, რომელიც ეხმიანება კომპანიის სტრატეგიულ ანალიტიკურ მიზნებს

მართე კომპანია მონაცემებზე დაყრდნობით
დასვი სწორი ანალიტიკური კითხვები
დასვი სწორი ანალიტიკური კითხვები

ბიზნესის სპეციფიკიდან და მიმდინარე სტრატეგიული ამოცანებიდან გამომდინარე, ხდება აქტუალური ანალიტიკური კითხვების ფორმულირება, რომელზე პასუხიც კომპანიას  ეხმარება სწორი ტაქტიკური მოქმედებების დაგეგმვაში

შეაგროვე და სათანადოდ განკარგე მონაცემები
შეაგროვე და სათანადოდ განკარგე მონაცემები

ანალიტიკურ კითხვებზე საპასუხოდ, უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს შესაბამისი მონაცემები. მონაცემთა წყაროები შესაძლოა იყოს მრავალი და ანალიტიკურ დამუშავებამდე საჭიროა მათი სათანადო ვირტუალურ სივრცეში თავმოყრა და მომზადება

მიიღე პასუხები დასმულ კითხვებზე
მიიღე პასუხები დასმულ კითხვებზე

მონაცემებისგან დროული და სწორი პასუხების მისაღებად ისინი შესაბამისი ანალიტიკური ინსტრუმენტების დახმარებით მუშავდება, რისი შედეგის შემდგომი რეპრეზენტირაბაც იმავე ინსტრუმენტების მეშვეობითაა შესაძლებელი

რა არის მონაცემთა მართვის სტრატეგია

მონაცემთა მართვის სტრატეგია არის მონაცემთა შეგროვების, დამუშავების და შენახვის პოლიტიკა და წესები, რომელიც ეხმარება კომპანიას მონაცემებზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. მონაცემთა სტრატეგია პასუხობს ანალიტიკურ ამოცანებს, რომელიც შესაბამისობაშია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკასთან და მისი განვითარების სტრატეგიასთან. რაც მეტი მონაცემი აქვს ორგანიზაციას, მით მეტი ანალიტიკის წარმოება და სარგებლის მიღება შეუძლია, თუმცა ამასთან უფრო რთული ხდება მათი მოვლა და დგება მონაცემთა მართვის სტრატეგიის შემუშავების საჭიროება.

 რა არის მონაცემთა მართვის
შემუშავების
შემუშავების პროცესი

სტრატეგიის შედგენამდე ტარდება ინტერვიუები და ვორქშოპები, რის საფუძველზეც იქმნება და მტკიცდება ფორმალური სტრატეგიის დოკუმენტი შემდეგი შინაარსით:

  1. კომპანიის სტრატეგიული მიზნები
  2. კომპანიის ანალიტიკური მიზნები
  3. მონაცემთა მართვის ტექნოლოგია და არქიტექტურა
  4. მონაცემთა ანალიტიკის და რეპრეზენტირების მეთოდოლოგია
  5. სისტემის შემდგომი მართვის პროცესი და ადამიანური რესურსები
  6. მონაცემთა განკარგვის წესები და ინსტრუმენტები (Data governance)
  7. სისტემის დანერგვის გეგმა (Roadmap)

სამუშაო პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე მონაწილეობას იღებს დამკვეთი კომპანიის ბიზნეს მიმართულებების, ფუნქციონალური განყოფილებების ხელმძღვანელები, ბიზნეს ანალიტიკოსები, ტექნოლოგიური სამსახურის თანამშრომლები.

შემუშავების
მონაცემთა სტრატეგიის სარგებლები

მონაცემთა მართვის სტრატეგიის რეალიზებით ხდება ადამიანური რესურსის გათავისუფლება რუტინული ტექნიკური სამუშაოსგან, რაც უკავშირდება მონაცემების პერიოდულ შეკრებას და დამუშავებას. მენეჯმენტს ეძლევა შესაძლებლობა კომპანია მართოს მონაცემებზე დაყრდნობით (data-driven company) და მიაღწიოს კონკურენტულ უპირატესობას სხვადასხვა მიმართულებით:

  1. კლიენტების სურვილების უკეთ გაგება, მომხმარებელთა ლოიალურობის ზრდა და შედეგად გაყიდვების ზრდა
  2. ხარჯების დაზოგვის პოტენციური რეზერვების იდენტიფიცირება და ხარჯების ოპტიმიზაცია
  3. სხვადასხვა საოპერაციო პროცესში წარმადობის და ეფექტურობის ზრდა
  4. პოტენციური რისკების დროული იდენტიფიკაცია და მათი დადგომის ალბათობის და ზიანის შემცირება
 მონაცემთა სტრატეგიის
BDO Digital-ის ციფრული კონსულტაციების მიმართულების დირექტორი

ანზორი BDO Digital-ში ხელმძვანელობს ციფრული კონსულტაციების მიმართულებას, სადაც გაერთიანებულია კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების, RPA (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია) და მონაცემთა ლაბორატორიის დეპარტამენტები.

ანზორ მეხრიშვილი

  • AMekhrishvili@bdo.ge
  • +995 598 21 20 07
  • Linkedin
  • გაეცანი ტრენდებს და სიახლეებს