fbpx
მენიუ
კიბერ, ინფორმაციული და IT აუდიტის აუთსორსინგი

„ბიზნესი ვალდებულია მოძებნოს წარმოების ყველაზე ეფექტური საშუალება.“ – უორენ ბაფეტი.

აუთსორსინგი სწორედ ის ტერმინია, რომელიც გულისხმობს ისეთი სამუშაო ძალის პოვნას, რომელსაც შეუძლია აწარმოოს პროდუქტი ან სერვისი, ნაკლები დანახარჯით, ნაკლებ დროში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ერთი და იგივე სამუშაო შეასრულოს ბევრად უფრო ეფექტიანად და ეფექტურად.  საუკუნეებია კომპანიები ახორციელებენ ისეთი ამოცანების აუთსორსინგს, როგორიცაა ბუღალტერია, მარკეტინგი ან იურიდიული მომსახურება. მიზეზი? – ადამიანური კაპიტალის ნაკლებობა

დღესდღეობით, როცა ხელოვნური ინტელექტი „დღის ყველაზე ცხელი თემაა“  და პროგნოზები მეტად ბუნდოვანი და ცვალებადი, რთულია ფეხი აუწყო თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და ამავდროულად მოძებნო შესაბამისი ადამიანური კაპიტალი ორგანიზაციაში საჭირო პროცესების უწყვეტობისთვის. გამოსავალი? – მიხვდებოდით, რომ აუთსორსინგია. რას გთავაზობთ ჩვენ?

თუ შევთანხმდებით იმაზეც, რომ თანამედროვე საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ასპექტი, ბიზნესიდან დაწყებული სახელმწიფო ოპერაციებით დამთავრებული ეყრდნობა კომპიუტერულ ქსელებსა და ციფრულ ინფორმაციას და ამ დამოკიდებულებამ ჩვენ უფრო მოწყვლადი გაგვხადა კიბერსაფრთხეების მიმართ, მაშინ მზად ვართ არგუმენტისთვის:
ადამიანური კაპიტალის არასაკმარისი რაოდენობა ორგანიზაციაში არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ თქვენი ბიზნეს ოპერაციები მოწყვლადი და კიბერ გარემო დაუცველი იყოს. გამოსავალი? – ამ სერვისების აუთსორსინგია.

BDO Digital-ის კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდი გთავაზობთ ყველა იმ სერვისის აუთსორსინგს, რომელიც ორგანიზაციის უსაფრთხო კიბერ გარემოს უზრუნველყოფს. რას მოიცავს:

ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგი

ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგი ეს არის პროცესი რა დროსაც კომპანიას, რომელსაც ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა სჭირდება არ ყავს კადრი ან არ აქვს საკმარისი რესურსი, ვთავაზობთ ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგს. მაგალითად , კანონთან ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ შესაბამისობაში მოყვანას. სერვისის ვადა შეიძლება იყოს: 1,2,3 წელი, განახლებადი ან მუდმივი.
სერვისის ფარგლებში ვითავსებთ ყველა იმ ფუნქციას და მოვალეობას, რაც ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერს ეხება: ინფორმაციული აქტივების აღწერა, რისკების შეფასება, თანამშრომელთა ტრენინგები, არსებული კონტროლის მექანიზმების დანერგვა და მართვა, მესამე მხარეების რისკების მართვა, პოლიტიკა პროცედურების ჩამოყალიბება და დანერგვა და სხვა.

IT აუდიტის აუთსორსინგი

აუდიტი კომპანიის მენეჯმენტს აძლევს შესაძლებლობას მეთვალყურეობა გაუწიოს IT-სა და ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ჩადებულ ინვესტიციას და დარწმუნდეს რომ კომპანია შესაბამისობაშია საკანონმდებლო, მარეგულირებელ თუ საკონტრაქტო ვალდებულებებთან. აუდიტის შედეგად კომპანია იღებს კვალიფიციურ რჩევებს, თუ როგორ განავითაროს ინფორმაციული უსაფრთხოებისა და IT სტრატეგია, რა კონტროლის მექანიზმები დანერგოს არსებული რისკების შესამცირებლად, როგორ გააუმჯობესოს პროცესები IT და ინფორმაციული უსაფრთხოების ეფექტურობის გასაზრდელად.

პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის აუთსორსინგი (DPO)

პერსონალური მონაცემების დაცვის ოფიცრის აუთსორსინგი გულისხმობს კომპანიაში არსებული რეგულაციების შესაბამისობას საქართველოსა და ევროკავშირის რეგულაციებთან .პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვით, კომპანია თავის პარტნიორებთან და მომხმარებლებთან ახდენს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის და პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვის დემონსტრირებას.

ჩვენი სერვისები:

რა სარგებლის მიღება შეგიძლიათ აუთსორსინგით?

  1. შეამციროთ დმინისტრაციული ხარჯები და რეკრუტინგზე დახარჯული რესურსები. აუთსორსინგის შედეგად იზოგება კვალიფიციური კადრის შერჩევასა და შენარჩუნებაზე დახარჯული დრო, ასევე ადმინისტრაციული და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული ფინანსური ხარჯები.
  2. მოახდინოთ რისკების და პასუხისმგებლობის აუთსორსინგი მესამე მხარეზე. მკაცრად გაწერილი SLA და პასუხისმგებლობები საშუალებას იძლევა კომპანიამ აკონტროლოს ფორსმაჟორთან და სერვისის მიღებასთან დაკავშირებული რისკები
  3. მიიღოთ მრავალფეროვანი მომსახურება. ერთი სერვისით იღებთ პროფესიონალურ მომსახურებას სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისგან.

რატომ BDO Digital-ი?

BDO Digital-ს ყავს ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი გამოცდილების მქონე საკონსულტაციო გუნდი ბაზარზე, მრავალწლიანი გამოცდილებით, მზარდი კომპეტენციებით, შესაბამისი სერტიფიცირებით და წარმატებით განხორციელებული პროექტების ჩამონათვალით.

 

გახადე შენი ბიზნესი დაცული
დაგვიტოვეთ საკონტაქტო და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები