fbpx
მენიუ
BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

2023 წლის დასასრულს, მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მოგზაურობა და მიღწევები.
BDO Digital-ში, ეს იყო ინოვაციური პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების წელი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, შევქმნათ ბიზნესისთვის  დამატებითი ღირებულება, ინოვაციური ტექნოლოგიებით, სერვისებით, ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებითა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით.
გაეცანით BDO Digital-ის ინდუსტრიულ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიებს ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.


BDO Digital-ის გუნდი მუდმივად ზრუნავს იმ სერვისებისა თუ სისტემების განვითარებაზე, რომლებსაც მომხმარებლებს ვთავაზობთ. ამისთვის, მხოლოდ 2023 წელს, ERP მიმართულებით 200-ზე მეტი დეველოპმენტისა და დანერგვის პროექტი განხორციელდა, მათ შორის ERP სისტემის დანერგვა, ბაზრის ლიდერ ფარმაცევტულ კომპანია „ავერსში“.  

მიმდინარე წელს, დავიწყეთ მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემის ABM Shelf-ის დანერგვა ქართულ ბაზარზე. აღნიშნული სისტემა უკრაინული კომპანია ABM Cloud-ის მიერ შექმნილი, ქლაუდ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სოფტია, რომლის დანერგვის შემდეგაც კომპანიები სავაჭრო დარბაზების მართვის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას შეძლებენ.  

2024 წლიდან კომპანიებს შევთავაზებთ ტრანსპორტის მართვის თანამედროვე სისტემას (TMS), რომელიც მათ მარშრუტების დაგეგმვაში, განხორციელებაში და კონტროლში დაეხმარება. მისი საშუალებით, სადისტრიბუციო კომპანიები მარშრუტების კონსოლიდაციას, ხარჯების შემცირებასა და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაციას შეძლებენ.  

გარდა ამისა, წელს შევქმენით ძალიან საინტერესო ციფრული პროდუქტი „მარლინი“, რომელიც დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობის მართვის პლატფორმაა. „მარლინი“ 2024 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი ქართული კომპანიებისთვის. 

ცხადია, 2024 წელს გავაგრძელებთ უკვე არსებული სერვისების, როგორიცაა საწყობის მართვის სისტემების (WMS) დანერგვას ქართულ კომპანიებში. WMS სისტემა კომპანიებს საწყობის ოპერაციების სრული ავტომატიზაციის საშუალებას აძლევს.  

აღნიშნული სერვისების ერთობლიობა BDO Digital-ს საშუალებას აძლევს კომპანიების ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის უნიკალური ეკოსისტემა შექმნას, რაც შემდეგ ამ კომპანიების სრული ციფრული ტრანსფორმაციის საძირკველი გახდება. 

BDO Digital გთავაზობთ სრულიად განსხვავებულ ხედვასა და შესაბამის სერვისს, რაც გულისხმობს ბიზნეს გარემოს გაციფრულებას და ავტომატიზაციას, თქვენს კომპანიაში არსებული პროდუქტების შესაძლებლობების იდენტიფიცირებით, შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვითა და სერვისების გაწევით.
ბაზარზე რამდენიმე კომპანიაში უკვე დავნერგეთ თანამედროვე სამუშაო სივრცე, Microsoft-ის გადაწყვეტებით.

ორგანიზაციაში ვთანხმდებით, რომ დრო ყველაზე ღირებული რესურსია. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ პროცესების გაუმჯობესებაზე ავტომატიზაციის საშუალებით. RPA – Robotic Process Automation ის ტექნოლოგიაა, რომელიც გვეხმარება რუტინული, განმეორებადი დავალებები პროგრამულ რობოტებს – ვირტუალურ თანამშრომლებს გადავაბაროთ, ისეთ განყოფილებებში, როგორიცაა ბუღალტერია, ადამიანური რესურსების მართვა და BSO.

RPA ტექნოლოგიას ბაზარზეც აქტიურად ვნერგავთ, 2023 წელს ძირითადი აქცენტი გვქონდა რითეილ და ჰორეკა სექტორზე, სადაც შევძელით უწყვეტი ინტეგრაციის პირობებში განსხვავებული სოფტების დაკავშირება და ისეთი პროცესების ავტომატიზაცია, როგორიცაა ინვოისინგის.
2024 წლიდან, დაელოდეთ ჩვენს პროგრამული რობოტებს სხვადასხვა ინდუსტრიაში, რომლებიც მზად არიან 24/7 რეჟიმში შეასრულონ დავალებები.

BDO Digital-ის ყველაზე დიდი საკონსულტაციო ჯგუფი ბაზარზე კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებით, მუდმივად ზრუნავს საქართველოში დაცული კიბერ ლანდშაფტის განვითარებაზე. ჩვენი კომპანია ISO 27001 სერტიფიცირებულია და აქტიურად ვნერგავთ ამ ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტს ქართულ ბაზარზე, ისევე როგორც ვეხმარებით კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტებს, მოვიდნენ რეგულაციებთან შესაბამისობაში.

კომპანიების მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია კიბერ და ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა დაინტერესებიდან გამომდინარე და ქართულმა ბაზარმა აქტიურად დაიწყო პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვასა და კონფიდენციალურობაზე ზრუნვა. ჩვენი ციფრული და სატელევიზო აქტივობები კიბერ უსაფრთხოებისადმი ცნობიერების გაზრდისთვის კვლავ გრძელდება, რომ აქტიური წვლილი შევიტანოთ საქართველოში კიბერჰიგიენის ჩამოყალიბებაში.

გასული წელი ტექ ინდუსტრიისთვის გამოწვევებით სავსე იყო – ეკონომიკური არასტაბილურობა, მაღალი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები – ამ ყველაფერმა ინდუსტრიას მიდგომების გადახედვა აიძულა.

გამოწვევების მიუხედავად, გასაოცარი წინსვლაც ვნახეთ, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) მიმართულებით, რომელმაც ახალo ტექნოლოგიური ეპოქა შექმნა. ცხადია, ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობებიც ჩნდება.

2023 წლის მიწურულს, ტექ ინდუსტრიის ლიდერები მომავალი წლის გამოწვევებთან ერთად, ახალ შესაძლებლობებსაც აფასებენ. სწორედ ამიტომ BDO USA-მ ტექნოლოგიური ინდუსტრიისთვის გამოაქვეყნა 2024 წლის პროგნოზები.

დასასრულს, 2024 წლის დადგომასთან ერთად, მოუთმენლად ველით იმ შესაძლებლობებს რომლებიც წინ გველოდება. დარჩით ჩვენთან, თვალი ადევნეთ ჩვენს ვებგვერდს და სოციალურ ქსელებს და მიიღეთ უახლესი ინფორმაცია, ინდუსტრიის მიმოხილვა, გაეცანით ექსპერტების აზრს და წარმატების ისტორიებს ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.

მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად!

 

 

გაიგე როგორ დაგეხმარება BDO Digital-ი ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობა სამედიცინო სექტორში

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად სენსიტიურ მონაცემთა უსაფრთხოება კიდევ უფრო დიდ გამოწვევად იქცა ჯანდაცვის სექტორში. პაციენტების პირად და ჯანმრთელობის შესახებ ჩანაწერებზე არაავტორიზებული წვდომა დიდი რისკის ქვეშ აყენებს კლინიკებს. სწორედ ამიტომ, სამედიცინო სექტორში მონაცემთა კონფიდენციალურობა ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის გამკაცრების შემდეგ. ბლოგში ვისაუბრებთ...
2 მაისი
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი