კომპანიის აიტი გარემოში კონტროლების არსებობის დასამტკიცებლად და მათი ეფექტურობის გასაზომად
აუდიტი კომპანიას აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინოს მის IT გარემოში არსებული ხარვეზები და დასახოს გაუმჯობესების გზები
დამოუკიდებელი აუდიტი კომპანიის მენეჯმენტს აძლევს მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ ინფორმაციას
აუდიტის გამოყენებით მენეჯმენტს შეუძლია შეაფასოს IT მიმართულების ეფექტურობა და გახადოს ის ბიზნეს მოთხოვნებთან შესაბამისი
ინტერვიუების, ტექნიკური კონტროლების შემოწმების, პოლიტიკა/პროცედურების პრაქტიკაში დანერგვის ეფექტურობის შემოწმების გზით ჩვენ შევამოწმებთ რამდენად არის კომერციული ბანკი ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობაში შემდეგ კომპონენტებში:
IT პროცესებისა და კონტროლების შემოწმება მნიშვნელოვანია ინფორმაციული აქტივების დაცვის, ინფორმაციის მთლიანობის და კომპანიის საოპერაციო პროცესების ეფექტურობის უზრუნველსაყოფად.
აუდიტის პროცესში ჩვენ შევისწავლით და შევაფასებთ კომპანიის IT კონტროლებს, პოლიტიკებსა და პროცედურებს, რათა დავრწმუნდეთ რომ სათანადოდ არის უზრუნველყოფილი ბიზნეს კრიტიკული სისტემებისა და მონაცემების კონფიდენციალურობა, ხელმისაწვდომობა და მთლიანობა.
კომპანიის IT სტრატეგია უნდა ფორმირდებოდეს და მუდამ ნახლდებოდეს ბიზნეს მიზნებთან სინერგიის მიზნით. IT აუდიტი ეს არის შესაძლებლობა განხორციელდეს IT მართვის სისტემის მიუკერძოებელი შემოწმება, რაც:
SWIFT-ი (მსოფლიო ბანკთაშორისი სატელეკომუნიკაციო საზოგადოება) ფინანსურ დაწესებულებებს შორის გადარიცხვებისა და მასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ყველაზე უსაფრთხო გზაა.
BDO Digital-ი ქართულ კომპანიებს სთავაზობს SWIFT -ის გარემოს აუდიტს, მომხმარებელთა უსაფრთხოების პროგრამის (CSP) ის მიხედვით. ამასთან, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ უფრო დეტალურად გაიგოთ არსებული თუ ახალი კანონების მნიშვნელობა და საჭიროება თქვენი ბიზნესისთვის.
ანზორი BDO Digital-ში ხელმძვანელობს ციფრული კონსულტაციების მიმართულებას, სადაც გაერთიანებულია კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების, RPA (რობოტული პროცესების ავტომატიზაცია) და მონაცემთა ლაბორატორიის დეპარტამენტები.