fbpx
მენიუ
ტრანსპორტის მართვის თანამედროვე სისტემა - TMS

ტრანსპორტის მართვის თანამედროვე სისტემა - TMS

BDO Digital-ი სადისტრიბუციო კომპანიებს ტრანსპორტის მართვის თანამედროვე სისტემას სთავაზობს.

TMS სისტემის დანერგვით მიღებული სარგებელი
20%
შემცირებული ავტოპარკი

სატვირთოს მოცულობის მაქსიმალური ათვისებით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გრაფიკის ავტომატური ფორმირებითა და საკუთარი სატრანსპორტო საშუალებების პრიორიტეტიზაციით

25%
ოპტიმიზირებული ადამიანური რესურსი

რეისების დაგეგმვაზე დახარჯული დროის შემცირებით, მძღოლებისა და მათი ასისტენტების რესურსის ოპტიმზიაციითა და საწყობის თანამშრომლების დროის დაზოგვით

10%
გაზრდილი მოგება

მიწოდების ხარჯების შემცირებით, გამართული სასაწყობე მეურნეობითა და ობიექტების სწორად მომარაგებით

უფრო სწრაფი და ეფექტიანი დისტრიბუცია
მარშრუტის დაგეგმვა
მარშრუტის დაგეგმვა

სისტემა, გეო-ლოკაციების მიხედვით, დისტრიბუტორისთვის ავტომატურად ადგენს ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტს, თანაც ისე, რომ ხდება წინასწარ განსაზღვრული მიწოდების ფანჯრების გათვალისწინება. TMS სისტემით შესაძლებელია შეკვეთების კონსოლიდაცია და მანქანებში პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი.

პროცესების მაღალი დონის ავტომატიზაციით, მნიშვნელოვნად მცირდება რეისების დაგეგმვაზე დახარჯული დრო, ხდება მძღოლებისა და მათი ასისტენტების რესურსების ოპტიმიზაცია და იზოგება საწყობის თანამშრომლების დროც.

მარშრუტის შესრულება
მარშრუტის შესრულება

TMS სისტემის საშუალებით, პროდუქციის კლიენტამდე მიტანის პროცესი ხორციელდება ნავიგაციის დახმარებით. ხოლო პროდუქციის ობიექტამდე მიტანის შემდეგ, შესაძლებელია ზედნადების ადგილზევე კორექტირება და პროდუქტის ჩაბარების ელექტრონული დადასტურება, რაც მთლიან პროცესს მნიშვნელოვნად აჩქარებს.

გაციფრულებისა და ავტომატიაციის შედეგად, ობიექტი გარანტირებულად იღებს ზუსტად იმ რაოდენობის პროდუქციას, რომელიც მოითხოვა. პრაქტიკულად გამოირიცხება ობიექტის მიერ მოთხოვნული მინიმალური ვარგიასიანობის ვადების დარღვევა.

მიწოდების კონტროლი
მიწოდების კონტროლი

სისტემაში შესაძლებელია დისტრიბუციის თითოეული მანქანისთვის თვალის დევნება (ონლაინ თრექინგი). ასევე, წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის ნებისმიერი დევიაცია (კილომეტრაჟი, დრო, მიტანის დროულობა და ა.შ.) აღირიცხება სისტემაში.

წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტზე გაუთვალისწინებელი შეფერხების შემთხვევაში, სისტემაშივე მარტივადაა შესაძლებელი მისი ცვლილება.

ანალიტიკა
ანალიტიკა

TMS სისტემის ანალიტიკის მოდული მენეჯმენტს საშუალებას მისცემს მიიღოს რეალურ მონაცემებზე დაფუძნებული რეპორტები პროდუქციის მიტანის, მანქანების დატვირთულობის, შესრულებული რეისების გეგმა-ფაქტის და სხვა მონაცემების შესახებ.

ანალიტიკის მოდულით შესაძლებელია ტრანსპორტირების ხარჯების ზუსტი დათვლა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

გაეცანი ტრენდებს და სიახლეებს