Microsoft-ის წლის პარტნიორის სტატუსი უსაფრთხოების მიმართულებით BDO Digital-მა მოიპოვა. კომპანიამ აღიარება მსოფლიოს მასშტაბით Microsoft-ის წამყვან პარტნიორებს შორის მოიპოვა ინოვაციებისა და გადაწყვეტილებების დანერგვისთვის Microsoft-ის ტექნოლოგიების ბაზაზე.
პეტ კრამერი (Pat Kramer) BDO-ს გლობალური აღმასრულებელი დირექტორი: Microsoft-თან სტრატეგიული ალიანსის დაწყებიდან მალევე ნათელი გახდა ამ თანამშრომლობის მნიშვნელობა ორივე მხარისთვის. მახარებს, რომ 2023 წელს ჩვენი და Microsoft-ის მყარი პარტნიორობა აღინიშნა BDO Digital-ის მიერ წლის უსაფრთხოების პარტნიორის სტატუსის მიღებით. ჩვენი სტრატეგიული ციფრული მიდგომები, და გლობალური ციფრული და ბიზნეს ექპსერტიზა უნიკალურ შესაძლებლობას გვაძლევს, შევქმნათ ფასეულობა ჩვენი კლიენტებისა და ერთმანეთისთვის.
Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდო გადაეცემა კომპანიებს, რომელთაც უკანასკნელი წლის განმავლობაში განავითარეს და მიაწოდეს Microsoft-ის ბაზაზე შექმნილი აპლიკაციები, სერვისები და მოწყობილობები. ჯილდოს გადაცემა მოხდა რამდენიმე კატეგორიაში, ხოლო ლაურეატების შერჩევა განხორციელდა მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის 4 200 ნომინანტიდან. BDO Digital-მა გამარჯვება მოიპოვა წამყვანი გადაწყვეტილებებისა და მომსახურების მიწოდებისთვის უსაფრთხოების მიმართულებით.
წლის უსაფრთხოების პარტნიორი ის კომპანია ხდება, რომელიც ასრულებს გამორჩეულ სამუშაოს, რათა კლიენტებს შესთავაზოს კომპლექსური გადაწყვეტილებები უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც ეფუძნება Microsoft-ის უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების შესაძლებლობებს Microsoft 365-სა და Microsoft Azure Security-ში.
ნიკოლ დეზენი (Nicole Dezen) Microsoft-ის აღმასრულებელი პარტნიორი და კორპორატიული ვიცე-პრეზიდენტი გლობალური პარტნიორული გადაწყვეტილებების მიმართულებით: გულითადად ვულოცავთ Microsoft-ის წლის დაჯილდოვების ყველა გამარჯვებულსა და ფინალისტს. ინოვაციური ახალი გადაწყვეტილებები და სერვისები, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს კლიენტებზე და უზრუნველყოფს ციფრულ ტრანსფორმაციას, აჩვენებს ყველაფერ საუკეთესოს, რაც შესაძლებელია Microsoft Cloud-ის გამოყენებით
Microsoft-ის წლის პარტნიორის ჯილდოს გამარჯვებულები ცხადდებიან ყოველწლიურად, პარტნიორების გლობალურ კონფერენციამდე Microsoft Inspire, რომელიც მიმდინარე წლის 18-19 ივლისს ჩატარდება.
დამატებითი დეტალები 2023 წლის დაჯილდოვების შესახებ ხელმისაწვდომია Microsoft-ის პარტნიორების ბლოგზე
კატეგორიების, გამარჯვებულებისა და ფინალისტების სრული სიის ნახვა შესაძლებელია ამ მისამართზე: https://partner.microsoft.com/en-US/inspire/awards/winners.