fbpx
მენიუ
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება

კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოება

კიბერუსაფრთხოების სერვისები, რომლებიც დაგეხმარებათ იყოთ დაცული კომპანიის ზრდის პარალელურად

შექმენი დაცული გარემო
გამოავლინე რისკები და საფრთხეები
გამოავლინე რისკები და საფრთხეები

ინფორმაციული უსაფრთხოების რისკებისა და ტექნიკური სისუსტეების იდენტიფიცირება, რომელიც გავლენას ახდენს კომპანიის ბიზნეს პროცესებზე

მართე რისკები
მართე რისკები

ბიზნეს პროცესთან შესაბამისი პოლიტიკებითა და ტექნიკური კონტროლის მექანიზმების დანერგვით რისკების პრევენცია ორგანიზაციაში

შეინარჩუნე უწყვეტობა
შეინარჩუნე უწყვეტობა

კიბერინციდენტის დადგომის შემთხვევაში კომპანიას აქვს შესაძლებლობა შეინარჩუნოს ბიზნესის უწყვეტობა და მინიმუმამდე დაიყვანოს შესაძლო დანაკარგი

კიბერრისკების შეფასება და უსაფრთხოების ტესტირება

სერვისის გაწევის საწყის ეტაპზე ხდება კომპანიაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების შეფასება და უსაფრთხოების ტესტირება რაც გულისხმობს:

    • კომპანიისთვის კრიტიკული ინფორმაციული აქტივების იდენტიფიცირებას
    • არსებული რისკების შეფასებას
    • IT ინფრასტუქტურაში სუსტი მხარეების გამოვლენას
    • შეღწევადობის ტესტირებას კრიტიკული IT სისტემებისთვის
    • სოციალური ინჟინერიის სიმულაციას კომპანიის თანამშრომლებისთვის
    • არსებული რისკების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის მომზადებას
 კიბერრისკების შეფასება და უსაფრთხოების
კიბერრისკების
კიბერრისკების მართვა

ამ ეტაპზე ხდება კომპანიაში გამოვლენილი რისკებისა და სისუსტეების შესაბამისი კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რომლებიც თანხვედრაშია ბიზნეს პროცესებთან.

  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავება
  • კონტროლის მექანიზმების დანერგვა, რომელიც მინიმუმამდე შეამცირებს რისკებს ( ანტივირუსული სისტემა, მონაცემთა გაჟონვის პრევენციის სისტემა, მომხმარებელთა უფლებების მართვის სისტემა და სხვა.)
  • კომპანიაში კიბერჰიგიენის კულტურის შექმნა და ცნობიერების ამაღლება
კიბერრისკების
მოგვწერე და გაიგე როგორ შექმნა დაცული სამუშაო გარემო კომპანიაში
მოგვწერე და გაიგე როგორ შექმნა დაცული სამუშაო გარემო კომპანიაში
კიბერინციდენტებზე რეაგირება და მართვა
BDO Digital–ის კიბერ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი მართავს კიბერინციდენტზე რეაგირების ყველა პროცესს. ინციდენტებზე რეაგირების სერვისი მოიცავს:
  • კიბერინციდენტზე სწრაფ რეაგირებას, მისი შეკავებასა და აღკვეთას
  • საფრთხის უწყვეტ მონიტორინგსა და ანალიზს
  • ინციდენტების პრევენციის სტრატეგიის დანერგვას, რაც გულისხმობს ტრეინინგებსა და სისუსტეების შეფასების განმეორებით პროცესს
  • ინციდენტებზე რეაგირების გეგმის შემუშავებასა და ტესტირებას კიბერინციდენტის გავლენის შესამცირებლად
 კიბერინციდენტებზე რეაგირება და
ბიზნესის
ბიზნესის უწყვეტობა

ფორსმაჟორულ სიტუაციებში კომპანიებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ბიზნესუწყვეტობის სტრატეგია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გაუთვალისწინებელი მოვლენების დროს შეუფერხებლად განაგრძოს ბიზნეს საქმიანობა.

BDO Digital-ის ბიზნესუწყვეტობის მართვის სტრატეგია ეფუძნება ISO 22301 საერთაშორისო სტანდარტს და მოიცავს:

  • კომპანიის კრიტიკული პროცესებისა და ინფორმაციული აქტივების იდენთიფიცირება
  • ბიზნესზე გავლენის ანალიზის (BIA) შემუშავება და რისკების მართვა
  • ბიზნესუწყვეტობის პოლიტიკის (BCP) შემუშავება და ტესტირება
  • ავარიული აღდგენის გეგმის (DRP ) შემუშავება და ტესტირება
  • ტრენინგები თანამშრომელბთან ცნობიერების ასამაღლებლად
ბიზნესის
თანამშრომელთა ტრენინგი

კომპანიებში კიბერუსაფრთხოების კუთხით ყველაზე სუსტ რგოლად ადამიანი ითვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია მუდმივად ხდებოდეს მათი ცნობიერების ამაღლება კიბერ საფრთხეების თანმდევი რისკების და კიბერშეტევის მეთოდების შესახებ.

ტრენინგები ინფორმაციულ უსაფრთხოებაში ეხმარება კომპანიას:

  • გახდეს კიბერსაფრთხისგან უფრო დაცული
  • შეცვალოს ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომელთა ქცევა
  • შეამციროს ადამიანური შეცდომები და მართოს უსაფრთხოების რისკები
  • იყოს შესაბამისობაში მარეგულირეგელ მოთხოვნასთან
 თანამშრომელთა
კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი
2012 წლიდან დასაქმებულია ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროში. 2018 წლიდან ბიდიოში ხელმძღვანელობს კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების მიმართულებას. რა დროშიც მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო სისტემა ISO/IEC 27001:2017

ანზორ მეხრიშვილი

  • AMekhrishvili@bdo.ge
  • +995 598 21 20 07
  • Linkedin
  • გაიგე კიბერ უსაფრთხოების შესახებ ტრენდული სიახლეები