ბიზნეს ლიდერების 84% ამბობს, რომ ტექნოლოგიებისადმი საზრიანი მიდგომა, დანერგვა და ადაპტაცია გადაწყვეტს ბიზნესის წარმატებას დღევანდელ, მუდმივად ცვალებად და გამოწვევებით სავსე ბიზნეს სამყაროში.
„Techtonic States“– (ტექტონიკური სახელმწიფოები) არის BDO Digital-ის მიერ ჩატარებული ინოვაციური საავტორო კვლევა, რომელიც განიხილავს ოთხი განსხვავებული სამყაროს არსებობის სცენარს 2026 წლისთვის და მათ გავლენას დღევანდელ ორგანიზაციებზე. კვლევა ეფუძნება 500 ბიზნეს ლიდერის სამომავლო დაშვებებისა და აზრის კვლევის კომბინაციას. ამ ოთხი სცენარიდან თითოეულში მოწინავე ტექნოლოგია წარმოჩენილია, როგორც მამოძრავებელი ძალა, რაც საშუალებას აძლევს ორგანიზაციებს, აითვისონ ტექნოლოგიების შესაძლებლობები, შეამცირონ რისკები და გახდნენ უფრო მედეგი გარემო ფაქტორების მიმართ.
ჩვენი გლობალური კვლევის ძირითადი შედეგები:
რიკ ოპალი, BDO Digital-ის გლობალური ლიდერი, ამბობს:
„მომდევნო სამი წელი წარმატებას ჰპირდება მათ, ვინც მზად იქნება ცვლილებების მისაღებად და ოსტატურად გაუმკლავდება ადაპტაციის პროცესს. ეს ეხება როგორც კულტურას, რომელიც ღიაა ექსპერიმენტებისთვის, ასევე ინოვაციურ ტექნოლოგიებს. პარტნიორობის დამყარება კონსულტანტებთან, რომელთაც ეს ყოველივე ესმით, დაგეხმარებიან, მიიღოთ ბევრად მნიშვნელოვანი სარგებელი.”
BDO-ს ანგარიშის მიზანი არ არის ზუსტი პროგნოზი. პირიქით, ჩვენ მიზანია, მივცეთ ბიზნეს ლიდერებს საშუალება, იყვნენ თავიანთი ბედის აქტიური არქიტექტორები. სამყაროში, სადაც ცვლილებების ტემპი დაუნდობელია, გვჯერა, რომ მომავლის დაგეგმვის უნარი სტრატეგიული იმპერატივია და ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია განვამტკიცოთ ორგანიზაციები და თავიდან ავიცილოთ მასშტაბური ხარვეზები. ჩვენი ანგარიში ასახავს არა მხოლოდ პოტენციურ შედეგებს, არამედ გთავაზობთ ღონისძიებების ერთობლიობას, რომლებიც ბიზნეს ლიდერებს მისცემთ ახალ შესაძლებლობებს და საშუალებებს, რომ შეამცირონ რისკები თითოეულ სცენარში.
ჩამოტვირთე სრული რეპორტი ინგლისურად.