fbpx
მენიუ
WMS - უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანი საწყობი

WMS - უფრო სწრაფი, მოქნილი და ეფექტიანი საწყობი

BDO Digital-ის გუნდი გთავაზობთ საერთაშორისო გამოცდილების მქონე, თანამედროვე WMS სისტემას.

WMS-ით მიღებული სარგებლები
გაზრდილი ტვირთბრუნვა
გაზრდილი ტვირთბრუნვა

პროდუქციის განლაგების და აგროვების სრული ავტომატიზაციით

უშეცდომო აღრიცხვა
უშეცდომო აღრიცხვა

ყველა პროდუქციის ციფრული აღწერით – ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით

გაზრდილი ტევადობა
გაზრდილი ტევადობა

საწყობის სივრცის უფრო ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენებით

თანამედროვე, სწრაფი და მოქნილი საწყობი
პროდუქციის მიღება
პროდუქციის მიღება

WMS-ის საშუალებით თქვენთვის წინასწარ ცნობილია პროდუქციის მოსალოდნელი შემოსვლები – რაოდენობა, მოცულობა, წონა და ა.შ. შესაბამისად, თქვენ წინასწარ გაწერთ ამ ოპერაციისთვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური, ფიზიკური სივრცე მისაღებ და შემნახველ ზომებში) ყველაზე ოპტიმალურ რაოდენობას.

პროდუქციის მიღებისთანავე შესაძლებელია ხარისხის კონტროლი და განთავსება.

პროდუქციის განლაგება
პროდუქციის განლაგება

WMS პროგრამა, პროდუქციის პარამეტრებიდან გამომდინარე, გვთავაზობს შენახვის ყველაზე ოპტიმალურ ადგილს. ეს პარამეტრი შეიძლება იყოს: ტემპერატურა, წონა, ბრუნვადობა, მოცულობა და ა.შ.

პროდუქციის აგროვება
პროდუქციის აგროვება

მოსალოდნელი გასვლებით WMS პროგრამა ავტომატურად აგენერირებს აგროვების დავალებებს თანამშრომლებისთვის. ის თანამშრომელს აძლევს ყველაზე ოპტიმალურ მარშრუტს საწყობში პროდუქციის ასაგროვებლად. ელექტრონული მოწყობილობების საშუალებით შეცდომების დაშვების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

ინტეგრაცია ცენტრალურ სოფტთან
ინტეგრაცია ცენტრალურ სოფტთან

WMS ინტერგრირდება ნებისმიერ კორპორაციულ სოფტთან. პროგრამაში გატარებული ოპერაციები ავტომატურად აისახება ცენტრალურ სოფტში – იცვლება როგორც საცნობარო ინფორმაცია, ასევე დოკუმენტები.

WMS-ში ხელმისაწვდომია ინფორმაცია ბიზნეს პარტნიორებზე (კლიენტები, მომწოდებლები და შიდა ორგანიზაციული ერთეულები), რაც მნიშნველოვნად ამარტივებს ორგანიზაციულ საკითხებს.

ვადების კონტროლი
ვადების კონტროლი

პროგრამაში შესაძლებელია პროდუქციის ვადიანობის აღრიცხვა, რომლის გათვალისწინებაც შესაძლებელია ნებისმიერ სასაწყობო ოპერაციაში. მაგალითად, აგროვება FEFO მეთოდით, რაც თავიდან აგაცილებთ პროდუქციის გაფუჭების რისკებს.

საწყობის ტოპოლოგია
საწყობის ტოპოლოგია

პროგრამაში შესაძლებელია საწყობის ინტერაქტიული გეგმა/რუკის შედგენა, რომელზეც ხდება საწყობის ზონების, თაროების, უჯრების და საწყობის სხვა ინვენტარის დატანა. ის სრულყოფილ ვიზუალურ სურათს იძლევა საწყობის შესახებ. აქვე შესაძლებელია გეოგრაფიული განლაგების მიხედვით მოხდეს საწყობის ოპერაციების ალგორითმების შექმნა, მაგალითად როგორიცაა შემოვლის მარშრუტის შედგენა.

პერსონალის და რესურსების მართვა
პერსონალის და რესურსების მართვა

პროგრამაში ეფექტურად ხდება რესურსებისა და პერსონალის მართვა, რაც მომავალი დატვირთვის პროგნოზირებისა და ოპერაციების შესრულების ნორმატიული დროს დადგენით მიიღწევა.

პროგრამა საშუალებას იძლევა დაინერგოს საწყობის თანამშრომლებისთვის მოტივაციის სქემა, რომლიც ეფუძნება კონკრეტულ გაზომვად მაჩვენებლებს, როგორებიცაა შესრულების დრო ნორმასთან მიმართებაში, დაშვებული შეცდომები, შესრულებული სამუშაოს მოცულობა და ა.შ.

3PL სერვისები
3PL სერვისები

სისტემაში არსებული ფუნქციონალით მხარდაჭერილია 3PL (საწყობის გაქირავების და ადმინისტრირების) სერვისების მართვა. შესაძლებელია ნაშთების მართვა ორგანიზაციების ჭრილში, რომლებსაც საშუალება ექნებათ პროგრამაში დააფიქსირონ მოსალოდნელი შემოსვლები და გასვლები.

შემოსვლების და გასვლების სტრატეგიების აწყობა შესაძლებელია როგორც ორგანიზაციების ჭრილში, ასევე ორგანიზაციის პროდუქციის კატეგორიების ჭრილში.

WMS-შივე შეიძლება 3PL სერვისების მომსახურების ღირებულების დაანგარიშება. პროგრამაში რეპორტის საშუალებით გააკეთებთ მოცემული პერიოდის განმავლობაში გაწეული მომსახურების ანალიზს, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად.

GDM-ის შიდა აუდიტის განყოფილების ხელმძღვანელი
იმისათვის რომ შეგვენარჩუნებუნა კლიენტების კმაყოფილება, გაგვეუმჯობესებინა საოპერაციო საქმინაობა, ჩვენ გადავწყვიტეთ საწყობის მართვის ავტომატური სისტემის – WMS-ის დანერგვა. WMS-ის დანერგვა გვირჩია ჩვენმა პარტნიორმა კომპანია BDO-მ, რომლის 1C ERP გადაწყვეტილებით წლებია ვსარგებლობთ.
გაეცანი სფეროში მიმდინარე სიახლეებსა და ტრენდებს