Global Pharma Solutions-ი სამედიცინოს სფეროს კომპანიებს თანამედროვე სასაწყობე სერვისს (ე.წ. 3PL სერვისი) სთავაზობს. ოპერირების ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ კლიენტების საკმარისი ნდობა დაიმსახურა და დღეს მისი სერვისებით წამყვანი სამედიცინო კომპანიები სარგებლობენ.
3PL სერვისი საკმაოდ კომპლექსური პროცესია – საჭიროა რამდენიმე კომპანიის ერთდროულად მომსახურება და ამ კომპანიებს ჭრილში საწყობში პროდუქციის შემოსვლების, გასვლების, ნაშთების და სხვა პროცესების კონტროლი. გარდა ამისა, რადგან Global Pharma Solutions-ი სამედიცინო სფეროს კომპანიებს ემსახურება, ვალდებულია GDP (Good Distribution Practice) სტანდარტის შესაბამისად აკონტროლოს პროდუქცია, რაც პროცესებს დამატებით კომპლექსურობას სძენს.
კომპანიის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად, BDO Digital-მა Global Pharma Solutions-ს გადაწყვეტის სახით საწყობის მართვის სისტემა Corax-ი შესთავაზა, რომელიც ნიდერლანდური კომპანია Devanti Group-ის შემუშავებულია.
სისტემის დანერგვა 2022 წლის ივნისში დასრულდა. შესაბამისად, Global Pharma Solutions-ის საწყობში ყველა პროცესი არის გაციფრულებული და თანამედროვე სისტემაში ავტომატიზებული.
პროდუქციის ავტომატიზებული მიღება-განთავსება-აგროვება
სისტემა, პროდუქციის მიღების დროს, თავად განსაზღვრავს განთავსების მისამართებს საწყობში, რაც საწყობის ფართის მაქსიმალურად ოპტიმალური გამოყენების საშუალებას იძლევა. ასევე, საწყობში შეკვეთის შესვლისას Corax-ი საწყობის თანამშრომლისთვის ავტომატურად აგენერირებს პროდუქციის აგროვების ყველაზე მოკლე მარშრუტს. შედეგად, აგროვების პროცესის ხანგრძლივობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
სისტემის საშუალებით კომპანიამ ზუსტად იცის რომელი კომპანიის პროდუქცია სადაა განლაგებული, ხოლო განთავსებისა და აგროვების ოპერაციების ავტომატიზებული დაგეგმვა ს.
მარტივი ინტერფეისი და API
პროგრამის ინტერფეისი ინტუიტიური და მარტივად გამოსაყენებელია. ახალი თანამშრომელი მის ათვისებას მოკლე დროში ახერხებს. მარტივ ინტერფეისს ასევე მინიმუმამდე დაჰყავს ადამიანური შეცდომების შემთხვევები.
Corax WMS მარტივად ინტეგრირებადია სხვა სისტემებთან და API-ის საშუალებით, Global Pharma Solutions-ი BI სისტემასთან ინტეგრაციას აპირებს, რაც კომპანიას სრულყოფილი რეპორტინგის საშუალებას მისცემს.
Global Pharma Solutions-ი სამომავლოდაც გააგრძელებს თანამშრომლობას BDO Digital-ის, გუნდთან, რომელიც წლებია ქართული კომპანიების ბიზნეს-პარტნიორია ციფრული ტრანსფორმაციის გზაზე.