fbpx
მენიუ
მომწოდებლებთან ანგარიშსწორება - 1C პროგრამა

მომწოდებლებთან ანგარიშსწორება - 1C პროგრამა

კლიენტებსა თუ მომწოდებლებთან ანგარიშსწორების საკონტრაქტო პირობების განსაზღვრა. მომწოდებლებთან გადახდების კალენდრის ფორმირება და შესაბამისი გადარიცხვების ავტომატური გენერირება. კლიენტების მიერ ვადაგადაცილებული დავალიანებების მონიტორინგი.

გადახდების კალენდრის
გადახდების კალენდრის ფორმირება

გადახდების კალენდარი უზრუნველყოფს მომწოდებლებთან ანგარიშსწორების დადგენილი პირობის მიხედვით ვადაგადაცილებული და მიმდინარედ გადასახდელი თანხების გაანგარიშებას. ამასთან შეძლებთ ერთ მომწოდებლებზე სხვადასხვა საკონტრაქტო პირობით ანგარიშსწორებას. გადასახდელი თანხის გაანგარიშება შესაძლოა მოხდეს როგორც შესყიდული, ასევე რეალიზებული საქონლის მიხედვით.

გადახდების კალენდრიდანვე ხდება გადასახდელი თანხების მიხედვით გადარიცხვების ინტერნეტბანკში პაკეტური ატვირთვა.

გადახდების კალენდრის
დებიტორული დავალიანებების კონტროლი

1C ERP-ში შესაძლებელია როგორც ვადაგადაცილებული დავალიანებების ასევე დავალიანებების ლიმიტის კონტროლი თითოეული მიყიდველისთვის (კონტრაქტისთვის), რაც უზრუნველყოფს ცუდი გადამხდელი კლიენტების იდენტიფიცირებას და შესაძლებლობას საეჭვო/უიმედო ვალების წარმოქმნის რისკი დაყვანილ იქნას მინიმალურამდე. კომპანიის მიერვე შეყვანილი კრიტერიუმების მიხედვით პროგრამა ავტომატურად გამოავლენს კლიენტების ე.წ. საეჭვო სიას და შეზღუდავს მათზე ახალი შეკვეთისა თუ ახალი გაყიდვის ოპერაციის გაფორმებას.

 დებიტორული დავალიანებების
მოგვწერე და გაიგე მეტი ანგარიშსწორების მოდულის შესახებ
ფულადი ნაკადების
ფულადი ნაკადების პროგნოზირება

მყიდველებთან და მომწოდებლებთან ანგარიშსწორების სისტემა უზრუნველყოფს დროის ნებისმიერ მომენტში გქონდეთ ზუსტი ინფორმაცია ფულადი სახსრების მოსალოდნელი შემოსვლებისა და გასვლების შესახებ, რაც უმნიშვნელოვანესია ფულადი სახსრების ეფექტური მართვისათვის.

ფულადი ნაკადების