fbpx
მენიუ
შესყიდვები

შესყიდვები

შესყიდვების სრული ციკლის ავტომატიზაცია, შეკვეთის ოპტიმალური მოცულობის გაანგარიშებიდან, საწყობში/მაღაზიაში მის მიღებამდე. 1C ERPში მხარდაჭერილია მომარაგების ნებისმიერი სქემა, ეს იქნება ცენტრალიზებულიდეცენტრალიებული თუ შერეული. 

მომარაგების უზრუნველყოფა

1C ERP ავტომატურად აგენერირებს ოპტიმალურ შეკვეთებს როგორც უშუალოდ მომწოდებლისთვის, ასევე მომმარაგებელი (ცენტრალური) საწყობისთვის.

შეკვეთის ავტომატური დაანგარიშების ინსტრუმენტის საშუალებით, შეკვეთის მოცულობა გაანგარიშდება მსოფლიოში მიღებული, გამოცდილი მეთოდების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს შენახვისა და შესყიდვის დანახარჯების მინიმიზაციას.

სისტემაში წინასწარ გაწერილი დადასტურების პროცესის გავლის შემდეგ, პროგრამა შეკვეთებს ავტომატურად აგზავნის მომწოდებელთან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

 მომარაგების
საქონლის
საქონლის მიღება

საქონლის მიღებისთვის განკუთვნილი სპეციალური სამუშაო სივრცე უზრუნველყოფს საქონლის მიღებაზე დახარჯული დროისა და შეცდომების დაშვების მინიმიზაციას. აქ ერთ ფანჯარაში თავმოყრილია მომხმარებლისათვის ყველა საჭირო ინფორმაცია, მომხმარებელი მარტივად ხედავს განსხვავებას შეკვეთილ და რეალურად მიღებულ საქონელს შორის. აქვე კონტროლდება შეთანხმებული ფასისა და ფაქტიურად მიღებული რაოდენობების შესაბამისობა RS.ge-ზე დაფიქსირებულ ზედნადებთან. აქედან გამომდინარე, პრაქტიკულად გამორიცხავთ ისეთი პროდუქციის მიღებას, რომელიც ან არ შეგიკვეთავთ, ან არ შეესაბამება ზედნადებში არსებულ ინფორმაციას.

საქონლის
გაიგე მეტი 1C ERP-ის შესყიდვების მოდულის შესახებ
მომწოდებლების მარკეტინგული აქციები

1C ERP -ში დეტალურად ფიქსირდება მომწოდებლის მიერ გაწერილი ნებისმიერი მარკეტინგული აქტივობა, ეს იქნება ერთჯერადი ფასდაკლება, უსასყიდლო მიწოდება თუ ქეშ-ბექი. ამასთან ქეშ-ბექის დაანგარიშებას თვითონ 1C ERP უზრუნველყოფს. თითოეულ მომწოდებელთან ფიქსირდება ქეშ-ბექის მოქმედების პირობები, პროცენტი შესყიდული, რეალიზებული თუ გადახდილი თანხების მიხედვით, ასევე წინასწარ დადგენილი გეგმები, რომელთა შესრულებაც უზრუნველყოფს ქეშ-ბექის პირობების გაუმჯობესებას.

 მომწოდებლების მარკეტინგული