სამედიცინო ცენტრი „მედიქლაბჯორჯია” პირველი კლინიკაა საქართველოში, რომელიც საქმიანობის სრული სპექტრით აკმაყოფილებს ჰოსპიტალური სერვისების ხარისხს, როგორც სტაციონარული, ასევე ამბულატორიული და სასწრაფო-გადაუდებელი მომსახურებისათვის და შეესაბამება პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო სტანდარტის კრიტერიუმებს.
JCI-ს აკრედიტაციისთვის მომზადების პროცესში, „მედიქლაბჯორჯიამ” ინფორმაციის მართვის ნაწილის კუთხით კომპანია BDO Digital-თან წარმატებით ითანამშრომლა.
კომპანიის ზომისა და სპეციფიკაციაზე მორგებული ინფორმაციული უსაფრთხოების დოკუმენტაციის შემუშავება და დანერგვის პროცესში მონაწილეობა.
სხვადასხვა შესაძლო სცენარების მიხედვით შედგენილი გეგმა, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ამა თუ იმ სიტუაციაში მოქმედების გზებს და უზრუნველყოფს კომპანიის შეუფერხებლად მუშაობას რისკის დადგომის შემთხვევაში.
თანამშრომელთა ტრენინგი, რათა შეიცვალოს ორგანიზაციული კულტურა და თანამშრომელთა ქცევა კომპანიაში; გაიგონ მეტი ინფორმაციის მართვის შესაძლო რისკების შესახებ და ინფორმაციის უსაფრთხოებაზე ზრუნვა გახადონ ყოველდღიურობად.
BDO-ს და მედიქლაბჯორჯიას პარტნიორობა
საქართველოში „მედიქლაბჯორჯია“ ერთადერთი სამედიცინო ცენტრია, რომელმაც 2020 წლის დეკემბერში წარმატებით გაიარა სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის „Joint Commission International” (JCI)-ის აუდიტი და საერთაშორისო აკრედიტაცია, უკვე მეორედ, მიენიჭა. „მედიქლაბჯორჯია”ანალოგიური აკრედიტაციის მქონე 617 ჰოსპიტალს შორისაა მსოფლიოს მასშტაბით. აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიო რუკაზე გამოჩენა კი მნიშვნელოვანი წარმატებაა მთლიანად ქართული ჯანდაცვის სისტემისთვის.
„ JCI აკრედიტაცია ოქროს სტანდარტად არის აღიარებული გლობალურ ჯანდაცვაში. სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასების პროცესი არაერთ სტანდარტთან შესაბამისობას გულისხმობს, მათ შორის მნიშვნელოვანი როლი პერსონალური მონაცემების დაცვასა და კიბერუსაფრთხოებას ენიჭება. იმისათვის რომ, ჩვენი კლინიკის ინფორმაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ყოფილიყო, ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის ნაწილი და კიბერუსაფრთხოება ამ სფეროში გამოცდილ და ლიდერ კომპანიას – BDO Digital-ს და მის პროფესიონალ გუნდს მივანდეთ. კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა ამ თვალსაზრისითაც დააკმაყოფილა და JCI აკრედიტაცია წარმატებით გაიარა, რაც ნამდვილად საამაყოა ჩვენი კლინიკისთვის“ – აცხადებს „მედიქლაბჯორჯიას“ გენერალური დირექტორი ნუგზარ აბრამიშვილი.
საერთაშორისო აკრედიტაციის მიღების პროცესში, სამედიცინო საქმიანობის სრული სპექტრის შეფასებასთან ერთად, საჭირო იყო კლინიკის ინფორმაციული უსაფრთხოების MOI (Management of Information) სტანდარტის გამართვა. JCI აკრედიტაციის პროექტის ფარგლებში, BDO-ს კიბერუსაფრთხოების კონსულტანტების დახმარებით, შეფასდა კლინიკის ინფორმაციული უსაფრთხოების მდგომარეობა და არსებული რისკები სამედიცინო მართვის კუთხით. „მედიქლაბჯორჯიას” გუნდთან ერთად კი, შეიქმნა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მოთხოვნები, უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მიხედვით. შეიქმნა ბიზნეს უწყვეტობის სცენარი, რაც გულისხმობს, სხვადასხვა რისკების დადგომისას პრობლემის მოგვარების გზების თავმოყრასა და დოკუმენტირებას. ამისათვის, წინასწარ შემუშავდა სცენარები და შეიქმნა კონკრეტული სახელმძღვანელოები, რომლის მიხედვით სამომავლოდ „მედიქლაბჯორჯიას“ თანამშრომლები იხელმძღვანელებენ. ასევე, პროექტის ფარგლებში, კლინიკის ადმინისტრაციული რგოლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა სპეციალური ტრენინგები, რომლის მიზანს პერსონალის ცნობიერების ამაღლება, ადამიანური შეცდომებით გამოწვეული უსაფრთხოების რისკების შემცირება და კიბერსაფრთხეებისგან დაცვა წარმოადგენს.
ქართულ კომპანიებს BDO Digital-ის გუნდი კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით არაერთ სერვისს სთავაზობს, მათ შორისაა IT აუდიტი, ინფორმაციული უსაფრთხოების აუთსორსინგი, ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტის ISO 27001-ის დანერგვა და მრავალი სხვა.