BDO Digital-ი უკრაინული კომპანია ABM Cloud-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა და ქლაუდ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სხვადასხვა გადაწყვეტის ქართული ბიზნესისთვის შეთავაზების უფლება მოიპოვა.
ABM Cloud-მა რითეილ სფეროსთვის არაერთი თანამედროვე, საერთაშორისოდ აღიარებული გადაწყვეტა შექმნა, რომელიც BDO Digital-თან თანამშრომლობით ქართულ ბაზარზე უკვე ინერგება.
ABM Cloud-ის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტებია:
ABM Shelf – მერჩენდაიზინგის პროცესის ავტომატიზაციისთვის შექმნილი სოფტი, რომლითაც მაღაზიაში არსებული თაროების სივრცის გამოყენება უმჯობესდება. სისტემაში იქმნება და იგეგმება პლანოგრამები, კონტროლდება გეგმის შესრულება და რეალური ეფექტიანობა. ამასთან, მობილური აპლიკაციით უმჯობესდება კომუნიკაცია სათაო ოფისსა და თითოეულ მაღაზიას შორის. შედეგად, იზრდება გაყიდვების მოცულობა როგორც კონკრეტული მაღაზიის, ისე კომპანიის ჭრილში.
ABM Inventory – მომარაგების პროცესის ავტომატიზაციისთვის შექმნილი პროგრამა. ABM Inventory-ს ალგორითმებით შესაძლებელია დაანგარიშდეს კომპანიის სწორი ფუნქციონირებისთვის საჭირო მარაგების მოცულობა და დაფორმირდეს როგორც შეკვეთები მომწოდებლებთან, ისე შიდა გადაადგილებები. შედეგად, მცირდება საქონლის შენახვის ხარჯები, იზრდება გაყიდვები და დამკვეთების კმაყოფილება, მინიმუმამდე დადის შეკვეთების ფორმირების პროცესში ადამიანური შეცდომის რისკი.
ABM Loyalty – მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისთვის და მონიტორინგისთვის შექმნილი გადაწყვეტაა. პროგრამით შესაძლებელია მომხმარებლებზე მორგებული აქციების შექმნა, რის შედეგადაც იზრდება გაყიდვები და მცირდება კლიენტების გადინება. ამასთან, აქციის შედეგების სისტემაშივე გაანალიზებით, უფრო ეფექტიანად იგეგმება სამომავლო კამპანიებიც.
ABM WMS – საწყობის მართვის სისტემა, რომლის საშუალებითაც იზრდება სასაწყობე ოპერაციების ეფექტიანობა – უმჯობესდება საწყობში განთავსებისა და აგროვების პროცესები, ხელმისაწვდომი ხდება შენახვის სხვადასხვა სქემები და ინვენტარიზაცია საწყობის გაჩერების გარეშე მიმდინარეობს. შედეგად, იზრდება საწყობის ტვირთბრუნვა, ხოლო ადამიანური ფაქტორის გავლენა ყოველდღიურ პროცესებზე მინიმუმამდე დადის.
ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტები ინტეგრირდება კომპანიის ძირითად ERP სისტემასთან, რაც ქმნის ბიზნესის მართვის ერთიან ეკოსისტემას.
კომპანია ABM Cloud-ის სოფტებს საქართველოს წამყვანი კომპანიები უკვე იყენებენ, მათ შორის რამდენიმე BDO Digital-ის მიერ დანერგილ ERP-ს იყენებს.
თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება ABM Cloud-ის პროდუქტებზე, ჩაგვინიშნეთ შეხვედრა და ჩვენი გუნდის წევრი მოგაწვდით სრულ ინფორმაციას მათ შესახებ.