ხელფასებისა და გადასახადების დეკლარირების ავტომატიზაციით, დაზოგეთ ადამიანური რესურსი
პროგრამაში შესაძლებელია თითოეულ თანამშრომელზე ბარათის შექმნა, სადაც დაფიქსირდება მის შესახებ საჭირო ინფორმაცია – სამუშაო გამოცდილება, განათლება და საკონტაქტო ინფორმაცია. თანამშრომლებს გაეწერებათ დეპარტამენტები და პოზიციები, მიეთითება შესაბამისი ხელმძღვანელი და კომპანიაში დასაქმების სტატუსი. შესაძლებელია მიებას სხვადასხვა ტიპის ფიზიკური დოკუმენტი: შრომითი ხელშეკრულება, ბრძანებები, CV, ფოტოსურათი და სხვ.
SAP Business One-ში თანამშრომლების პირადი მონაცემების აღრიცხვა ხდება GDPR სტანდარტის დაცვით.
Payroll მოდულის მეშვეობით ბუღალტერს საშუალება აქვს ჯგუფურად დაარიცხოს და გადაიხადოს ყველა თანამშრომლის ან კონკრეტული დეპარტამენტების კუთვნილი ანაზღაურება. ამასთან, გარდა ხელფასებისა პროგრამაში აღირიცხება თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული სხვადასხვა სარგებლებიც და დაკავებები (მაგალითად დაზღვევის გაუმჯობესება). პროგრამა თავად ითვალისწინებს საშემოსავლო და საპენსიო გადასახადს, გეგმიურ ავანსებს და საშემოსავლო გადასახადის შეღავათებს.
პროგრამაში ავტომატურად ფორმირდება შემოსავალების სამსახურის პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია – განაცემთა ინფორმაცია, საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების დანართები. პროგრამაში შეგიძლიათ ნახოთ თანამშრომლების სია განყოფილებებისა და პოზიციების მიხედვით. ასევე, განაცემები როგორც განყოფილებების ასევე თანამშრომლების ჭრილში. ავტომატურად ფორმირდება შემოსავალების სამსახურის პორტალზე ასატვირთი დოკუმენტაცია – განაცემთა ინფორმაცია, საშემოსავლო და საპენსიო დეკლარაციების დანართები.