fbpx
მენიუ
Google Bard – არ გადახვიდეთ ბმულებზე!

ბოლო წლების განმავლობაში სოციალური მედია კიბერ კრიმინალების მთავარი სამიზნე გახდა, მავნე პროგრამების გასავრცელებლად და ფიშინგის შეტევებისთვის.Facebook ყველაზე ფართოდ გამოყენებადი სოციალური მედიის პლატფორმაა და შესაბამისად ყველაზე სასურველი სამიზნე.ჰაკერებმა დაიწყეს  Facebook-ის ვერიფიცირებულ გვერდების გამოყენება მავნე პროგრამის გასავრცელებლად.

როგორ აკეთებენ ამას?
ვნახოთ მაგალითის საფუძველზე.
ჰაკერებმა რამდენიმე ლეგიტიმურ გვერდს გადაარქვეს სახელები. შეცვლილი სახელებია:
“Bard AI” , “Google Bard” და ა.შ ვარიაციები.

როგორც სურათზე ხედავთ ჰაკერებმა გვერდს „ჩემი სამზარეულოს წესები“ პირველ აპრილს სახელი შეუცვალეს და გადაარქვეს Google Bard AI, შემდგომ კი 3 აპრილს Bard AI.

Facebook-ის ოფიციალურ, ვერიფიცირებულ გვერდს იყენებენ იმ შინაარსის პოსტების გასავრცელებლად, რომელიც Google-ის უახლესი AI -ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციის ჩამოწერას გთავაზობთ. (და არა მარტო!)
რა თქმა უნდა მოცემული ინფორმაცია ყალბია! ბმულები კი მავნე პროგრამებს შეიცავს, თქვენი მოწყობილობებიდან პერსონალური მონაცემების და სენსიტიური ინფორმაციის მოსაპარად!!!

მიუხედავად იმისა, იწონებთ თუ არა გვერდებს, მსგავსი შინაარსის პოსტები თქვენს news feed-ზე შეგხვდებათ, ვინაიდან ჰაკერები გვერდებიდან უშვებენ Facebook რეკლამებს!

ეს თაღლითობაა!!!
ყოველთვის იყავით ფრთხილად სოციალურ ქსელებში!
არასდროს გადახვიდეთ ბმულებზე, რომელიც ოფიციალური ვებ.გვერდის არ არის!
შეამოწმეთ გვერდის ლეგიტიმაცია – Facebook Transparency-ის ფუნქციის გამოყენებით!

გაიგეთ მეტი კიბერ და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ
დაგვიტოვეთ საკონტაქტო
მოგვწერეთ საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები