ჯერ კიდევ იქამდე ვიდრე „ამაზონი“, „ტესკო“, „იკეა“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი ბრენდები თავიანთი საწყობების მართვას კომპიუტერებს და რობოტებს მიანდობდნენ, არსებობდა საწყობის მართვის სისტემები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს მიწოდების ჯაჭვის პროცესი.
საწყობის მართვის კონცეფცია ძველ ეგვიპტეში გაჩნდა. ეგვიპტელები ცდილობდნენ მარცვლეულის მარაგები ისე გაენაწილებინათ საწყობებში და შემდეგ ისე აღერიცხათ პაპირუსზე, რომ გვალვის პერიოდში შიმშილი არ დამუქრებოდათ.
ინდუსტრიულმა რევოლუციამ, ავტოინდუსტრიის განვითარებამ და გასული საუკუნიდან უკვე კომპიუტერის გამოჩენამ შეცვალა საწყობის მართვის პროცესები და გააჩინა თანამედროვე საწყობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – ავტომატიზაციის შესაძლებლობა.
დღეს დიდი კომპანიები საწყობებს პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით მართავენ. საწყობის მართვის სისტემა – WMS (Warehouse Management System) არის პროგრამა, რომელიც კომპანიას ეხმარება საწყობის ყოველდღიური ოპერაციების კონტროლსა და მართვაში. WMS-ი უზრუნველყოფს საწყობის ისეთი საკვანძო პროცესების ავტომატიზაციას და ოპტიმიზაციას როგორებიცაა:
საწყობის მართვის თანამედროვე სისტემების საშუალებით იზრდება საწყობის ეფექტიანობა, მცირდება მასთან დაკავშირებული ხარჯები და კომპანია მზადაა სამომავლო ზრდისთვის.
როგორც სტატისტიკები აჩვენებენ, მსოფლიოს წამყვანი კომპანიები, საწყობის მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვით კონკრეტულ სარგებლებს იღებენ:
ეს ყველაფერი ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს გაზარდონ შეკვეთების გამტარუნარიანობა ისე, რომ ამან არ იმოქმედის ხარისხზე.
ფორმულა მარტივია: მეტი ავტომატიზაცია უდრის მეტ სისწრაფეს, ხოლო მეტი სისწრაფე – მეტ მომსახურებულ კლიენტს. საბოლოო ჯამში კი ეს კომპანიის შემოსავლებზე აისახება
გასაკვირი არ იქნება, თუ მსოფლიოში ყველაზე გამართული საწყობის მაგალითად „ამაზონს“ მოვიყვანთ. როდესაც დალაგებულ საწყობზე ვსაუბრობთ შესაძლოა ბევრმა წარმოიდგინოს საწყობი, სადაც აუცილებელია პროდუქტი განლაგებული იყოს ფასების, ანბანის, პროდუქტის მსგავსების, SKU ნომრის ან რამე სხვა მახასიათებლის მიხედვით.
თუმცა, „ამაზონის“ შემთხვევაში ეს ასე ნამდვილად არ არის. მსოფლიოს ყველაზე დიდი რითეილ კომპანიის საწყობებში „ქაოსია“ – საქონელი არც ანბანის, არც ფასის ან პროდუქტის მსგავსებით არ არის განლაგებული.
საქმე იმაშია, რომ „ამაზონი“ მაღალი დონის ავტომატიზაციისა და საწყობის მართვის სისტემის დახმარებით ეგრეთწოდებული „ქაოსური საწყობის“ (chaotic storage) სტილით მუშაობს. საწყობში თითოეული შემოსული საქონლის ყველაზე ოპტიმალური განთავსების ადგილს პროგრამა განსაზღვრავს. შესაბამისად, პროგრამა აწვდის თანამშრომლებსა და რობოტებს, თუ რა თანმიმდევრობით უნდა ააგროვონ კონკრეტულ შეკვეთაში შემავალი პროდუქტები უზარმაზარი საწყობიდან ისე, რომ ამაში მინიმალური დრო და ენერგია დახარჯონ.
სწორედ საწყობის მართვის სისტემებმა, მაღალი დონის ავტომატიზაციამ და შესაბამისად საქონლის მიღების, შენახვისა და აგროვების პროცესის მნიშვნელოვნად აჩქარებამ „ამაზონს“ საშუალება მისცა შეექმნა ყველასთვის ცნობილი სერვისი Amazon Prime. ამ სერვისით უზარმაზარი კომპანია, უზარმაზარ (არაერთ) ქვეყანაში ახერხებს, რომ შეკვეთა კლიენტის კართან 1 დღეში მიიტანოს. საწყობის მართვის აქამდე არსებული მეთოდებით ამასთან მიახლოებული შედეგიც კი წარმოუდგენელი იყო.
„ამაზონის“ მსგავსი პროცესები, რობოტები და ლოჯისტიკის სისტემა, მსოფლიოს ბევრი წამყვანი კომპანიისთვისაც კი საოცნებოა. თუმცა საწყობის მართვის სისტემის WMS-ისა და ავტომატიზაციის აუცილებლობის წინაშე უკვე ყველა დიდი კომპანია დგას.
მსოფლიოსა და მათ შორის საქართველოშიც საწყობის მოწესრიგებისა და ავტომატიზაციის აუცილებლობა კიდევ უფრო მძაფრად დადგა პანდემიის პერიოდში გაზრდილი ონლაინ შოპინგის გამო. Covid 19-ის პირობებში ecommerce-ის ზრდა პოსტ-პანდემიურ პერიოდშიც გადავა, ხოლო ელექტრონული კომერციის გამართვა საწყობის მართვის თანამედროვე სისტემის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, WMS-ის სისტემის დანერგვა დამოუკიდებლად რთულია, მით უმეტეს ქართულ ბაზარზე, სადაც ამ საკითხში გამოცდილი კადრების საგრძნობი დეფიციტია. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი პროვაიდერის შერჩევა.
BDO Digital-ი უკვე წლებია ყველა ზომის ბიზნესს სთავაზობს კონკრეტულ პროგრამულ გადაწყვეტებს, მათ შორის ERP და Mini-ERP სისტემებს. საერთაშორისო კომპანია Axelot-თან პარტნიორობით კი BDO Digital-ი კომპანიებს თანამედროვე WMS სისტემის დანერგვას სთავაზობს.