fbpx
მენიუ
რატომ არის ვაჭრობის ინდუსტრიისთვის ციფრული ტრანსფორმაცია აუცილებელი?

მსოფლიო ბაზარზე, ბოლო წლების განმავლობაში, სავაჭრო ინდუსტრიის გარემო სწრაფად იცვლება. თვალშისაცემია რითეილ კომპანიების ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარებული ტემპი. ეს ბუნებრივი მოვლენაა, რადგან პანდემიამ შეცვალა მომხმარებლისა და ბიზნესს შორის ურთიერთობა – წინ წამოიწია გაყიდვების ონლაინ არხებმა. ეს სიახლე არავისთვის არ არის, ამას ყველა ვხედავთ. თუმცა, ცვლილებები მხოლოდ გაყიდვის არხების გაციფრულებით არ მთავრდება.

საქმე იმაშია, რომ რითეილერები შევიდნენ გარემოში სადაც ბატონობენ ისეთი კომპანიები, როგორიცაა Amazon, Google, Facebook  და სხვ. ამ კომპანიების მომხმარებლები შეჩვეულები არიან პერსონალიზებულ სერვისებს/პროდუქტებს, ხოლო ასეთი სერვისების შეთავაზება მხოლოდ გაყიდვის არხების გაციფრულებით არ გამოვა. ამისთვის საჭიროა ციფრული ტრანსფორმაცია.

რა არის ციფრული ტრანსფორმაცია?

ციფრული ტრანსფორმაცია არის ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და ინტეგრაცია ბიზნესის ყველა მიმართულებაში, რათა კომპანიამ შეძლოს თანამედროვე ბაზრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. მისი მიზანია ბიზნესის ეფექტიანობის ზრდა და მომხმარებლებთან ურთიერთობების ახალ დონეზე გადაყვანა. ეს საკმაოდ კომპლექსური პროცესია, რომელიც მოითხოვს სისტემების, პროცესებისა და თანამშრომელთა კულტურის განახლებას.

რითეილ ინდუსტრიაში, ციფრული ტრანსფორმაცია აქცენტს სამ ძირითად მიმართულებაზე აკეთებს:

  • მომხმარებელთა გამოცდილება – არავის სურს მომხმარებელი უკმაყოფილო დარჩეს სერვისით. კვლევები აჩვენებს, რომ მომხმარებელთა 32% მზადაა უარი თქვას საყვარელ ბრენდზე ცუდი სერვისის მხოლოდ ერთი შემთხვევის შემდეგაც კი.
  • ბიზნესის მოქნილობა: აქ მხოლოდ სწრაფი გადაწყვეტილებები, ახალი სისტემები და რესურსების განაწილება არ იგულისხმება. ასევე მნიშვნელოვანია უწყვეტი და მარტივი წვდომა რელევანტურ და ლაივ რეჟიმში მიღებულ ინფორმაციაზე, რომელსაც კომპანია ციფრული ხელსაწყოების საშუალებით იღებს.
  • მომარაგების უკეთესი ჯაჭვი: მომარაგების ჯაჭვის გაციფრულებით შესაძლებელია პროცესის სრული სურათის დანახვა და თანამშრომლობის გაუმჯობესება, რაც ზრდის ეფექტიანობას.

მიუხედავად იმისა, რომ რითეილ სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის ტემპი კოვიდ პანდემიამ დააჩქარა, ეს პროცესი ბევრად ადრე დაიწყო. სწორედ ამ პროცესის ნაწილია 2010-2017 წლებში ე.წ. რითეილ აპოკალიფსი, როდესაც მსოფლიოში უმსხვილესი რითეილერები პრაქტიკულად გაბანკროტდნენ (Abercrombie & Fitch, Blockbusters, GUESS, Toys “R” Us, JC Penney და სხვები). ამის მიზეზი ციფრული ტრანსფორმაციისთვის ფეხის ვერ აწყობა გახდა. ისინი ორიენტირებულები იყვნენ ფიზიკურ მაღაზიებზე, არადა მომხმარებელი მასიურად გადადის e-commerce პლატფორმაზე და ფიზიკური მაღაზიები მართალია ნელ-ნელა, თუმცა მაინც მეორე ადგილზე ინაცვლებენ.

ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ციფრული ტრანსფორმაცია რითეილერებისთვის უკვე აუცილებლობას წარმოადგენს.

ციფრული ტრანსფორმაციის ტექნოლოგიები რითეილ ინდუსტრიისთვის

ინდუსტრიებს ერთმანეთისგან განსხვავებული პროცესები, საჭიროებები და მოთხოვნილებები აქვთ. შესაბამისად, რითეილ ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას სპეციფიკური ტექნოლოგიები და გადაწყვეტები სჭირდება:

  • საწარმოს ავტომატიზაცია

პროცესების ავტომატიზაცია კომპანიაში ამცირებს საოპერაციო ხარჯებს, ოპერაციებზე დახარჯულ დროსა და ადამიანური შეცდომებს. ამისთვის საჭიროა თანამედროვე ERP სისტემა.

EPR სისტემის დანერგვა არამხოლოდ ციფრული ტრანსფორმაციისთვის არის მნიშნველოვანი – მის გარეშე თანამედროვე ბაზარზე მსხვილი კომპანია, საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში, უბრალოდ ვერ იფუნქციონირებს.

  • ანალიტიკა

ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის პარალელურად ბუნებრივია იზრდება კომპანიების მიერ დაგროვებული მონაცემებიც. ეს მონაცემები კომპანიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია, რომლის დამუშავება და ანალიზი სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა. Business Intelligence (BI) სისტემა, კომპანიის შედეგების დამუშავების და რეპრეზენტირების ყველაზე მოსახერხებელი ინსტრუმენტია და კომპანიაში მიმდინარე პროცესებზე 360 გრადუსიან სურათს იძლევა.

  • გაყიდვის არხების გაციფრულება

გაყიდვის არხების რითეილის ინდუსტრიისთვის ციფრული ტრანსფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებაა. მომხმარებლები უკვე წლებია სარგებლობენ Amazon-ის, ebay-ის და სხვა მსხვილი ონლაინ მაღაზიებით და მოლოდინებიც შესაბამისი აქვთ.

გაყიდვის არხების გაციფრულებაში არ იგულისხმება მხოლოდ საიტის შექმნა და შემდეგ მასზე პროდუქტის განთავსება. ეს კომპლექსური, მრავალმიმართულებიანი პროცესია, რომელიც მრავალ პლატფორმას მოიცავს.

  • რეკომენდაციების სისტემა

რეკომენდაციების სისტემა მსოფლიოს წამყვანი ონლაინ მაღაზიებისთვის უკვე კარგად ნაცნობი ტექნოლოგიაა, რომელიც მონაცემებზე დაყრდნობით და მანქანური სწავლების (ML) გამოყენებით მომხმარებელს სთავაზობს პერსონალურად მისთვის ყველაზე საინტერესო პროდუქტს, რომლის ყიდვის ალბათობაც ყველაზე მაღალია.

რა თქმა უნდა, მსგავსი სისტემა მომხმარებელს უმარტივებს ყიდვის პროცესს და ონლაინ მაღაზიასაც უფრო მოსახერხებელს ( User friendly) ხდის. შედეგად რითეილ კომპანიები იღებენ გაზრდილ გაყიდვებს, ხოლო მომხმარებელი ზოგავს დროს და ენერგიას, რაც გაზრდის მისი კმაყოფილების დონეს და ლოიალობას.

ცხადია ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებები რითეილ ინდუსტრიის ციფრულ ტრანსფორმაციას სრულიად ვერ აღწერს. ზოგადად ნებისმიერი კომპანიის ციფრული ტრანსფორმაცია კომპლექსური პროცესია, რომელიც ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს, რადგან ყველა კომპანია უნიკალურია და სპეციფიკური მოთხოვნები თუ საჭიროებები გააჩნია. ამისთვის საჭიროა კომპანიას ჰქონდეს ციფრული ტრანსფორმაციის კარგად ჩამოყალიბებული გზამკვლევი, რომელიც სწორედ მის სპეციფიკურ მოთხოვნებზე იქნება დაფუძნებული.

თუ რას სთავაზვობს BDO Digital-ი სავაჭრო კომპანიებს ცირფურლი ტრანსფორმაციისთვის, შეგიძლიათ იხილოთ ინდუსტრიის გვერდზე.

გაიგე მეტი ვაჭრობის ციფრული ტრანსფორმაციის შესახებ
დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და ჩვენი გუნდი აუცილებლად დაგიკავშირდებათ
დაგვიტოვეთ საკონტაქტო
გამოიწერეთ BDO Digital-ის ბლოგი
ნახე მსგავსი სტატიები
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ოქტომბერი – კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე

ოქტომბერი – კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვე

ციფრული ინოვაციების მუდმივად განვითარებად ლანდშაფტში, ფსონები არასოდეს ყოფილა იმაზე მაღალი, ვიდრე ახლა, როდესაც საქმე სენსიტიური ინფორმაციის დაცვას ეხება. ოქტომბერს უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე უბრალოდ შემოდგომის განწყობა; ეს ასევე არის თვე, რომელიც ეძღვნება კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კიბერუსაფრთხოების ინფორმირებულობის თვეში. რატომ ოქტომბერი? ახლა,...
9 ოქტომბერი
კიბერ, ინფორმაციული და IT აუდიტის აუთსორსინგი

კიბერ, ინფორმაციული და IT აუდიტის აუთსორსინგი

„ბიზნესი ვალდებულია მოძებნოს წარმოების ყველაზე ეფექტური საშუალება.“ - უორენ ბაფეტი. აუთსორსინგი სწორედ ის ტერმინია, რომელიც გულისხმობს ისეთი სამუშაო ძალის პოვნას, რომელსაც შეუძლია აწარმოოს პროდუქტი ან სერვისი, ნაკლები დანახარჯით, ნაკლებ დროში. უფრო მარტივად რომ ვთქვათ ერთი და იგივე სამუშაო შეასრულოს ბევრად უფრო ეფექტიანად და ეფექტურად.  საუკუნეებია...
12 სექტემბერი