fbpx
მენიუ
მოქნილი წარმოება და სწრაფი ინვენტარიზაცია – NOVA-ს გამოცდილება
მოქნილი წარმოება და სწრაფი ინვენტარიზაცია – NOVA-ს გამოცდილება

„ნოვა“ არის ერთ-ერთი უმსხვილესი ქართული კომპანია, რომელმაც 2006 წლიდან დღემდე მოახერხა ბაზრის ლიდერი გამხდარიყო. მან საქმიანობა დაიწყო სამშენებლო მასალების იმპორტითა და რეალიზაციით, თუმცა დღეს ის უკვე თავად აწარმოებს იგივე მასალებს

ყველა ბიზნეს პროცესის ავტომატიზაცია – Nova-სა და BDO-ს პარტნიორობა

რაც უფრო დიდია კომპანია, მით უფრო დიდია მისი ბიზნეს პროცესების როგორც რაოდენობა, ასევე კომპლექსურობა. თანამედროვე მსხვილი კომპანიები ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციის გზით ახერხებენ სტაბილური, შეუფერხებელი ზრდის მიღწევას.

სწრაფი ზრდა როგორც გამოწვევა

„კომპანია ბოლო წლებში იმდენად გაიზარდა, რომ სამომავლო განვითარებისთვის გვჭირდებოდა უფრო მაღალი დონის ავტომატიზაცია და კომპლექსური რეპორტები. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სისტემა ჩვენ კომპანიაში უკვე არსებობდა, მაინც იყო ისეთი პროცესები, რომლებიც მის მიღმა რჩებოდა და გვიწევდა მათი დამატებითი დამუშავება. ეს ძალიან დიდ დროსა და რესურსს მოითხოვდა, ასევე არ გვქონდა იმ დონის ანალიტიკა, რაც კომპანიას ჭირდებოდა“, – ამბობს „ნოვას“ დირექტორი ედიშერ ხიმშიაშვილი.

გამოსავალი – პროცესების ავტომატიზაცია

„ფიქრი დავიწყეთ ახალი ERP სისტემის დანერგვაზე. ვიცოდით, რომ პროგრამის დანერგვა საკმაოდ კომპლექსური და შრომატევადი პროცესია, რომელიც თითქმის ყველა კომპანიაში სპეციფიკურად მიმდინარეობს.

BDO-ს გუნდმა დეტალურად შეისწავლა ჩვენი ბიზნეს პროცესები, გაიგეს თუ რა კონკრეტული გამოწვევებისა და საჭიროებების წინაშე იდგა ჩვენი კომპანია და ამის შემდეგ, შემოგვთავაზეს 1C ERP“, – ამბობს ედიშერ ხიმშიაშვილი.

შედეგები – მოქნილი წარმოება

„ნოვასთვის“ წარმოება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. რეალიზებული საქონელიდან 60% სწორედ „ნოვას“ მიერვე წარმოებულ პროდუქციაზე მოდის.

1C ERP-ის საშუალებით კომპანიამ ზუსტად იცის რა პროდუქცია, რამდენი და როდის უნდა აწარმოოს. სისტემის საშუალებით შესაძლოა ერთი მასალის გამოყენებით ერთბაშად რამდენიმე პროდუქტის დამზადება თუ ეს კონფლიქტში არ შედის სხვა პროდუქტის წარმოების ვადებთან, რაც ყველაზე ოპტიმალური წარმოების საშუალებას იძლევა.

გაუმჯობესებული ურთიერთობები მომხმარებელთან

1C ERP-ის საშუალებითა და BDO-სთან პარტნიორობით „ნოვაში“ იცვლება გაყიდვების პროცესიც. მალე კომპანიის თანამშრომლები დაიწყებენ მობილური მოწყობილობების (პოკეტების) გამოყენებას, რაც გაამარტივებს ურთიერთობას მომხმარებელთან. თანამშრომელი გაცილებით უფრო სწრაფად მოემსახურება თითოეულ მომხმარებელს.

პროგრამით მოხდება დებიტორული დავალიანებების ლიმიტებისა და ვადების კონტროლი, რაც „ნოვას“ ქეშის ოპტიმიზაციის საშუალებას მისცემს.

კმაყოფილი და მოტივირებული თანამშრომლები

„ნოვასთვის“ მნიშვნელოვანია თანამშრომლების კმაყოფილებისა და მოტივაციის ამაღლება, შესაბამისად, კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა. აქამდე ბონუსების დათვლა ხდებოდა ცალ-ცალკე, მიმართულებების (წარმოება, გაყიდვები, დისტრიბუცია) მიხედვით, სხვადასხვა „ექსელის“ ფაილში. ახლა კი ამ ყველაფერს კომპანია 1C ERP-ში გააკეთებს –  აღარ იქნება საჭირო მრავალი „ექსელის“ ფაილის წარმოება, გამოირიცხება შეცდომები აღრიცხვიანობაში და პროცესიც გახდება გაცილებით უფრო გამჭვირვალე. ამავე პროგრამაში ვგეგმავთ ლოიალობის სისტემის დანერგვას, რაც მოგვცემს საშუალებას გავზარდოთ ერთგული მომხმარებლების რიცხვი.

სწრაფი და უშეცდომო ინვენტარიზაცია

ინვენტარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადი პროცესია, განსაკუთრებით ისეთი მსხვილი კომპანიისთვის, როგორიც „ნოვაა“. 1C ERP და მასთან ინტეგრირებული მობილური მოწყობილობები ინვენტარიზაციას მაქსიმალურად ამარტივებს და ამავე დროს პრაქტიკულად გამორიცხავს შეცდომებს. კომპანიას აღარ მოუწევს ამ პროცესის წარმოება ათასობით ფურცელზე.

 

1C ERP ქსელური რითეილისთვის
ქსელური რითეილის ავტომატიზაციისთვის მოგვწერე
დაგვიტოვე საკონტაქტო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს