fbpx
მენიუ
მონაცემთა სტრატეგიის კომპონენტები

დღესდღეობით რთულად მოიძებნება კომპანია, რომელიც რაიმე სახის მონაცემებს ციფრულად არ აგროვებს. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით მონაცემებს აგროვებენ ფინანსური ინსტიტუტები, სახელმწიფო სტრუქტურები, ტელეკომუნიკაციის კომპანიები, საცალო ვაჭრობით დაკავებული კომპანიები და სხვა. ეს მონაცემები რა თქმა უნდა თაროზე შემოსადებად არ გროვდება, ისინი მუშავდება და გამოიყენება ორგანიზაციის მასშტაბით გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

თუმცა ისმის კითხვა, საკმარისია ეს, რომ კომპანიას მონაცემებით მართული ვუწოდოთ? ამაზე პასუხის გასაცემად, პირველ რიგში, განვმარტოთ, რა არის მონაცემებით მართული (Data-Driven) კომპანია.

რა არის მონაცემებით მართული (Data-driven) კომპანია?

მონაცემებით მართული (Data-driven) ეწოდება კომპანიას, რომელიც  იყენებს „მონაცემებზე ორიენტირებულ“ მიდგომას, ეს ნიშნავს, რომ ის იღებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს მონაცემთა ანალიზისა და ინტერპრეტაციის საფუძველზე. მონაცემებით მართული ორგანიზაციის არსებობისთვის მხოლოდ ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება არ არის საკმარისი, მისი არსებობა მონაცემთა სტრატეგიის შემუშავებაზე გადის. მონაცემთა სტრატეგია არის კომპანიის მონაცემების მართვის გადაწყვეტილებების და წესების ნაკრები, რომელიც ემსახურება კომპანიის ანალიტიკური ამოცანების გადაჭრას. ეს ყველაფერი თავის მხრივ თანხვედრაშია ორგანიზაციის სტრატეგიულ და ტაქტიკურ მიზნებთან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მონაცემების განკარგვის სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიისთვის მონაცემებისგან მაქსიმალური სარგებლის მიღებას.

როგორ იქმნება ორგანიზაციაში მონაცემთა სტრატეგია?

მონაცემთა სტრატეგიის შედგენა კომპანიებისთვის საკმაოდ კომპლექსური პროცესია. თავდაპირველად, ტარდება ინტერვიუები და სამუშაო შეხვედრები, კომპანიის მენეჯმენტთან, ანალიტიკოსებთან და საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის გუნდთან. ხდება კომპანიის მიზნების და სტრატეგიის,  არსებული მონაცემების და მათი წყაროების, ფიზიკური და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის შესწავლა, რის შემდეგაც უკვე იქმნება ფორმალური სტრატეგიის დოკუმენტი. მონაცემთა სტრატეგიისთვის კომპანიაში აუცილებელია შემდეგი კომპონენტების არსებობა:

 

 

  1. განახლებადი ანალიტიკური მიზნები. მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში სასურველი KPI-ების იდენტიფიცირება და რეპორტების შედგენა, რათა მიზანმიმართულად მოხდეს ინფორმაციის შეგროვება მათი შემდგომი დამუშავებისთვის.
  2. მონაცემები ცოცხალი მონაცემთა წყაროებიდან. იმისთვის, რომ კომპანიამ შეძლოს სრულად მონაცემთა დამუშავება, აუცილებელია არსებობდეს ცოცხალ მონაცემთა ისეთი წყაროები, როგორიცაა მონაცემების შემცველი ფაილები და სააღრიცხვო სისტემები, საიდანაც უწყვეტ რეჟიმში მოხდება მონაცემების მიღება, აუდიტი და ანალიზი.
  3. სათანადო ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები. მონაცემების შემოდინების შემდგომ აუცილებელია მათი შეგროვება და შენახვა, რისთვისაც საჭიროა სერვერული ინფრასტრუქტურა. საჭირო ინფრასტრუქტურული და პროგრამული გადაწყვეტილებების განსაზღვრის შემდგომ იქმნება მონაცემთა ბაზების, მონაცემთა შენახვისა და საცევების არქიტექტურა.
  4. მონაცემთა დამუშავების პროცესები. მონაცემთა სტრატეგიის ეს კომპონენტი გულისხმობს წყაროებიდან მონაცემთა მიგრაციის და ტრანსფორმაციის პროცესის აწყობას, მონაცემთა დახარისხებას და ფორმატირებას საბოლოო მიზნებისათვის სასურველ ფორმატში.
  5. მონაცემებზე წვდომის წესები. მონაცემთა სტრატეგიის ბოლო კომპონენტია უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა მონაცემებზე, სადაც ხდება როლების გადანაწილება, ანალიტიკა, მონაცემთა კულტურის, წესების, პოლიტიკისა და  მართვის ხელსაწყოების შემუშავება.

მონაცემთა სტრატეგიის სარგებელი მონაცემებით მართული (Data-driven) კომპანიისთვის

კომპანიის მენეჯმენტისთვის მონაცემებით მართულობის პირობებში (data-driven company), მონაცემთა სტრატეგია ბიზნესს არაერთ სარგებელს და კონკურენტულ უპირატესობას სძენს. მაგალითისთვის, მარტივდება და ჩქარდება სხვადასხვა ტაქტიკური თუ სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება. სწორი მონაცემთა სტრატეგიის განხორციელების შედეგად კომპანიას შეუძლია:

  • გაზარდოს წარმადობა და ეფექტურობა საოპერაციო პროცესებში; უკეთ შეისწავლოს მომხმარებლების ქცევა, გაზარდოს მომხმარებელთა ლოიალურობა და შესაბამისად გაყიდვებიც;
  • შეამციროს ხარჯები, დროულად აღმოაჩინოს და გამოიყენოს მათი ოპტიმიზაციის რეზერვები;
  • დროულად აღმოაჩინოს პოტენციური საოპერაციო რისკები და შეამციროს მათი დადგომის ალბათობა;
  • ადამიანური რესურსი გამოათავისუფლოს რუტინული, ტექნიკური სამუშაოსგან და ინტელექტუალური რესურსი მიმართოს უშუალოდ ანალიტიკურ საქმიანობაზე

რას გთავაზობთ BDO Digital-ი?

BDO Digital-ს მონაცემთა ლაბორატორიის სახით გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი ჰყავს; ჩვენ კომპანიებს ვთავაზობთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა – მონაცემთა მართვის სტრატეგიის (Data Strategy) დანერგვა, მონაცემთა საცავების (Data Warehouse) შექმნა, ბიზნეს ანალიტიკური სისტემების (BI) დანერგვა, ასევე სხვადასხვა ბიზნეს გადაწყვეტების შექმნა მანქანური სწავლებისა და კომპლექსური ანალიტიკის გამოყენებით. ჩვენ ვეხმარებით კომპანიებს, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი მონაცემებისგან და გახდნენ მონაცემებით მართული (Data-Driven), რათა დაგროვილი მონაცემები აქციონ მათ კონკურენტულ უპირატესობად.

გსურს გაიგო როგორ გამოიყენო მონაცემები სწორად?
მოგვწერე საკონტაქტო
ნახე მსგავსი სტატიები
BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

BDO Digital-ისა და მაგნიტის მასშტაბური კოლაბორაცია

პროცესების გაციფრულებით სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის ქსელური სუპერმარკეტების ავტომატიზაცია ქართულ ბაზარზე სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. BDO Digital-მა ERP სისტემის დანერგვა სუპერმარკეტების ქსელ მაგნიტში დაიწყო, რაც კომპანიის მხრიდან ოპერაციების ეფექტურობისა და განვითარებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ნაბიჯია. მაგნიტი ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა, ის 350-ზე მეტი ფილიალით...
27 მარტი
მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია საცალო ბიზნესში

მიწოდების ჯაჭვის ავტომატიზაცია სრულიად გარდაქმნის რითეილერების ბიზნეს ოპერაციებსა და მომხმარებლებთან ინტერაქციის პროცესს. საცალო ბიზნესის ციფრული ტრანსფორმაცია ერთის მხრივ, პროცესების ეფექტურობას და ოპერაციების გამარტივებას, მეორე მხრივ კი თანამშრომლებისა და მომხმარებლებისთვის დამატებით ღირებულების შექმნას გულისხმობს. სხვადასხვა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საწყობის, დისტრიბუციის, მერჩენდაიზინგის, შესყიდვებისა და გაყიდვების სრული ციკლის...
14 მარტი
ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

ინფოგრაფიკი – ახალი კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 1 მარტიდან ძალაში შედის განახლებული კანონი პერსონალური მონაცემების შესახებ. კანონი ვრცელდება ყველა ბიზნეს სუბიექტზე, რომელიც ჩართულია დიდი მოცულობის პირადი ინფორმაციის მოპოვებაში, შენახვასა და დამუშავებაში. დამატებით ვალდებულებებს შორის მნიშვნელოვან სიახლეს...
21 თებერვალი
BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

BDO Digital-ის 2023 წლის შეჯამება და 2024 წლის ტექნოლოგიური პროგნოზი

2023 წლის დასასრულს, მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ ჩვენი მოგზაურობა და მიღწევები. BDO Digital-ში, ეს იყო ინოვაციური პროექტებისა და ახალი შესაძლებლობების წელი. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, შევქმნათ ბიზნესისთვის  დამატებითი ღირებულება, ინოვაციური ტექნოლოგიებით, სერვისებით, ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილებითა და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით. გაეცანით BDO Digital-ის ინდუსტრიულ გადაწყვეტებსა და ტექნოლოგიებს ციფრული...
26 დეკემბერი