fbpx
მენიუ
ქსელური რითეილის სრული ავტომატიზაცია
ქსელური რითეილის სრული ავტომატიზაცია

აგროსფერო“ 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ამ მიმართულებით. კომპანია თბილისსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით – „აგროსფერო“. ახლახან თელავში გაიხსნა „აგროსფეროს“ რიგით მე-7 სერვისცენტრი.  

პროექტის შედეგები
10%-ით
შემცირებული დანაკარგები

ავტომატიზაციის შედეგად კომპანიის მარაგების დანაკარგები შემცირდა 10%-ით 

4-ჯერ
ნაკლები დრო

ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე დახარჯული დრო შემცირდა 4-ჯერ 

17%-ით
გაზრდილი წარმოების ეფექტიანობა

წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების ზუსტი აღრიცხვის შედეგად გაიზარდა წარმოების ეფექტიანობა

აგროსფეროს გამოწვევები 

 კომპანიის ზრდასთან ერთად, მაღალი სტანდარტების შენარჩუნება და პროცესების ეფექტიანი მართვა კომპანიისთვის გამოწვევად იქცა.   ბოლო წლების განმავლობაში მომხდარმა სავალუტო რყევებმა კომპანიას გარკვეულ პრობლემები შეუქმნა. რთული გახდა ბიზნესის მომგებიანობის კონტროლი. ვინაიდან აღრიცხვა მხოლოდ ლარში მიმდინარეობდა, ხოლო პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი იმპორტულია, პრობლემური გახდა კომპანიაში მიმდინარე პროცესების სწორი შეფასება –  სხვადასხვა ვალუტაში კომპანიის ფინანსური მდგომარეობა განსხვავდებოდა.   

 „აგროსფეროს“ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია, იზრდებოდა წარმოების მოცულობაც. წარმოების მოდულის არარსებობის პირობებში რთული იყო პროდუქციის თვითღირებულების ზუსტი განსაზღვრა და შესაბამისად, მთლიანად წარმოების მომგებიანობის შეფასებაც.  

 გამოწვევა იყო ვარგისიანობის ვადების კონტროლი, რაც მნიშვნელოვან დანაკარგებში ვლინდებოდა. 

 წლების განმავლობაში იზრდებოდა კლიენტების რაოდენობა და შესაბამისად სავაჭრო მოთხოვნების კონტროლი უფრო და უფრო შრომატევადი ხდებოდა. იგივე პრობლემები იყო ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის, გადასახადებისა და ხელფასების მართვის კუთხითაც. ამ პროცესებს თანამშრომლები დიდ დროს ანდომებდნენ, რადგან უწევდათ ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან, სხვადასხვა ფორმატში მიღება.  

 

 

გადაწყვეტები 

 BDO-მ „აგროსფეროში“ არსებული გამოწვევების გადასაწყვეტად კომპანიაში ERP სისტემა 1C ERP დანერგა.  სისტემის საშუალებით შესაძლებელი გახდა ყველა სახის ოპერაციის ორ ვალუტაში ასახვა. 1C ERP-ში კომპანია ფინანსურ ანგარიშგებებს ლარსა და ევროში იღებს IFRS-ის მოთხოვნების შესაბამისად, ბიუჯეტიც ორ ვალუტაში იგეგმება. მიუხედავად სავალუტო რყევებისა, კომპანია ზუსტად აკონტროლებს ბიზნესის მომგებიანობას.  

 1C ERP-ის წარმოების მოდულის საშუალებით ხდება წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების ზუსტი აღრიცხვა და X პროცენტით არის გაზრდილი წარმოების ეფექტიანობა. სისტემა შინაარსის მიხედვით განსხვავებულ ხარჯებს კომპანიის პოლიტიკის მიხედვით, სხვადასხვა ლოგიკით ანაწილებს წარმოებულ პროდუქციაზე. 

 სისტემაში პროდუქციის მოძრაობა აღირიცხება პარტიის ნომრებისა და ვარგისიანობის ვადების მიხედვით. ამ ფუნქციონალით გადაწყდა კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული პრობლემა და შედეგად, კომპანიამ ზუსტად იცის სად, რა ვადის, რამდენი პროდუქტი აქვს დარჩენილი. შესაბამისად, ბიზნესს შესაძლებლობა აქვს მიიღოს შესაბამისი ზომები და პროდუქციის ვარგისიანობის ვადის გასვლასთან დაკავშირებული ხარჯები თავიდან აიცილოს.  

 1C ERP-ში შესაძლებელია დებიტორების მიერ გადახდის პირობების განსაზღვრა და შემდეგ, მათი შესრულების კონტროლი. ხოლო ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა თითქმის მთლიანად ავტომატიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე თანამშრომლები ბევრად ნაკლებ დროსა და ენერგიას ხარჯავენ ვიდრე მანამდე. 

 სისტემა სრულიად ინტეგრირებულია სავაჭრო მოწყობილობებთან, რაც შესაძლო შეცდომების შემცირებასთან ერთად, ამარტივებს მომხმარებელთა მომსახურებას.  

„აგროსფერომ“ 1C ERP-ის დანერგვით შეძლო მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და შემაფერხებელი ბიზნეს პროცესების მოგვარება ავტომატიზაციის გზით. ასევე, მომავალში კომპანიის ზრდა და მისი პროცესების კომპლექსურობა აღარ გახდება მისთვის შემაფერხებელი, რადგან 1C ERP პრაქტიკულად შეუზღუდავი წარმადობის შესაძლებლობის პროგრამაა.  

 

კომპანიამ სისტემის დანერგვით მომავალი ზრდისთვის არამხოლოდ შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრა მოახერხა, არამედ შეიძინა ახალი შესაძლებლობები: კომპანია გეგმავს ლოიალობის ბარათების დანერგვას, რითაც გაზრდის საცალო და საბითუმო ერთგული მომხმარებლების რაოდენობას. გარდა ამისა, „აგროსფერო“ მალე დაამატებს ინტერნეტმაღაზიასაც, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული 1C ERP-სთან.  

1C ERP ქსელური რითეილისთვის
ქსელური რითეილის ავტომატიზაციისთვის დაგვიკავშირდი
დაგვიტოვე საკონტაქტო
გაეცანით ჩვენს სხვა პროექტებს