მენიუ
მონაცემთა მართვა

მონაცემთა მართვა

მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციის მართვა მონაცემების მოწესრიგებით იწყება

მონაცემების შეგროვება

კომპანიაში მონაცემები სხვადასხვა არხიდან გროვდება. მონაცემების ერთიანობისთვის საჭიროა სხვადასხვა სააღრიცხვო და საოპერაციო წყაროდან (ვებ და ERP პლატფორმები) შემოსული მონაცემების შეგროვება და ერთიან სივრცეში განთავსება, რათა რაც შეიძლება სწრაფად, მინიმალური მანიპულაციებით, მონაცემთა მთლიანობისა და უწყვეტობის დაცვით მოხდეს მონაცემთა შეგროვება.

 მონაცემების
მონაცემების
მონაცემების შენახვა

მონაცემთა საცავების (Data Warehouse)  და ანალიტიკური ბაზების ოპტიმალური არქიტექტურის შემუშავება და შექმნა. მონაცემთა წყაროებთან ინტეგრაციის პროცესის (ETL) აწყობა. შემოსული მონაცემების ჩაწერის პროცესის და მონაცემთა ფიზიკური მოცულობის ოპტიმიზაცია.

მონაცემების
მონაცემთა დაცვა

მონაცემთა საცავების სარეზერვო ასლების შენახვის და აღდგენის პოლიტიკის შემუშავება. შემუშავებული პოლიტიკის მიხდევით სარეზერვო ასლების შენახვის ავტომატური დავალებების აწყობა. მონაცემებზე წვდომის პოლიტიკის შემუშავება, წვდომის ჯგუფების დაყოფა და უფლებების გაწერა მომხმარებლების მიხედვით.

 მონაცემთა
გაიგე როგორ შეძლებ ორგანიზაციაში მონაცემთა მართვას
გაიგე როგორ შეძლებ ორგანიზაციაში მონაცემთა მართვას
მონაცემთა
მონაცემთა დამუშავება

მონაცემების დახარისხება, გაფილტვრა, სორტირება და ვალიდაცია. მონაცემების აუდიტი და სისრულის შეფასება. მონაცემთა ნაკრებების (Datamart) შექმნა მონაცემთა საცავიდან, რომლებიც კონკრეტულ სეგმენტზეა (გაყიდვები, ფინანსები, მარკეტინგი და ა.შ.) ორიენტირებული და მხოლოდ ამ სეგმენტისათვის საჭირო მონაცემებს შეიცავს.

მონაცემთა
მონაცემთა სტრატეგია

კომპანიებისთვის მონაცემების შექმნის, შეგროვების, შენახვის დაცვის და დამუშავების სტრატეგიის შემუშავება, რომელიც თანხვედრაში მოდის კომპანიის განვითარების სტრატეგიულ მიზნებთან.  მონაცემთა მართვის სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენს მონაცემთა მართვის, პროგრამული უზრუნველყოფის, IT ინფრასტრუქტურის და საკადრო ერთეულების დაგეგმვის, ოპტიმიზაციის და განვითარების პროცესს.

 მონაცემთა
მონაცემთა ლაბორატორიის დირექტორი

15 წელიანი გამოცდილება კომერციულ სექტორში, მათ შორის მსხვილი კომერციული ბანკის ფილიალების ოპტიმიზაცია, უძრავი ქონების საინვესტიციო პაკეტების შემუშავება, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგია, საქართველოს ბიზნეს გარემოს შეფასება, საქართველოს რეგიონებში განვითარების პოტენციალის მქონე დარგების გამოვლენა და სხვა.

ირინა კვახაძე

  • IKvakhadze@bdo.ge
  • +995 32 254 58 45
  • Linkedin
  • გაეცანი ტრენდებს და სიახლეებს