ოფისებში, სავაჭრო ცენტრებში, კლინიკებში, სასტუმროებში და უძრავი ქონების სხვადასხვა ობიექტებში ტექნიკური და დასუფთავების პროცესების მართვის თანამედროვე ინსტრუმენტი.
დროულად ჩატარებული გეგმიური სამუშაოები ზრდის აქტივების სიცოცხლის ხანგრძლივობას და ამცირებს მათ შეკეთებაზე გაწეულ ხარჯებს.
შიდა/გარე ტექნიკური სტაფისა და თანამშრომლების ერთ სივრცეში კომუნიკაციით იზოგება ხარვეზების აღმოფხვრაზე დახარჯული დრო.
შენობის გამართული ფუნქციონირების შედეგად, კლიენტები დროულ და ხარისხიან მომსახურებას იღებენ.
პროგრამაში შესაძლებელია აქტივებთან დაკავშირებული ან სხვა მოულოდნელი ხარვეზების დაფიქსირება, რომელიც შემდეგ შესასრულებლად გადაეცემა წინასწარ განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს, დეპარტამენტს ან გარე მომსახურე კომპანიას. აპლიკაციის მეშვეობით მარტივად კონტროლდება პრობლემის მიმდინარე სტატუსი, შესრულების ვადები, ასევე იცვლება ინფორმაცია პრობლემის დამფიქსირებელს და შემსრულებელს შორის. პროცესს კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის მობილური აპლიკაციის გამოყენების, ფოტოების მიბმის და შესრულებული სამუშაოს დადასტურების შესაძლებლობები. მენეჯმენტს თავის მხრივ აქვს შესაძლებლობა გააანალიზოს ტექნიკური გუნდის მუშაობის ეფექტიანობა და აღმოაჩინოს პრობლემური ადგილები შენობაში.
აქტივების უმეტესობას გამართული მუშაობისთვის ესაჭიროება პერიოდული შემოწმება/მოვლა. შემოწმების ციკლების პროგრამაში გაწერით, ვაკონტროლებთ სამუშაოების შესრულების დროულობას. ტექნიკურმა სამსახურმა/მომსახურე კომპანიამ ზუსტად იცის როდის, სად და რა სამუშაო უნდა ჩაატაროს. შედეგად, გეგმიური მოვლის პროცესი ხდება უფრო სისტემატიური, რაც დადებითად აისახება აქტივების სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და მათ დაუგეგმავ რემონტზე გასაწევ ხარჯებზე.
Singu FM-ის აქტივების მართვის მოდულში თავს იყრის შენობაში არსებული გრძელვადიანი აქტივების სრული ბაზა. თითოეულ აქტივს გაეწერება შესაბამისი მახასიათებლები, ადგილმდებარეობა, პასუხისმგებელი პირი. ასევე, ებმევა სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაცია, მათ შორის საგარანტიო პირობების ამსახველი დოკუმენტები და გეგმიურ მოვლასთან დაკავშირებული ინსტრუქციები. შედეგად, მარტივდება დოკუმენტების და ინფორმაციის ბაზის გაზიარება თანამშრომლებს შორის, რაც თავიდან გვარიდებს შეცდომებსა და ინფორმაციის მოძიებაზე დროის ხარჯვას.
კომერციული ფართების გამქირავებელ კომპანიებს Singu FM სთავაზობს სივრცეს მოიჯარეებთან კომუნიკაციისთვის. სისტემაში არსებობს სიახლეების პორტალი, სადაც შეგვიძლია, გავუზიაროთ ინფორმაცია ყველა მოიჯარეს. ასევე, ჩავატაროთ გამოკითხვები და გავიგოთ დამკვეთების კმაყოფილების დონე ან მოვისმინოთ მათი მოსაზრება კონკრეტულ საკითხზე. გარდა ამისა, მოიჯარეებს საშუალება აქვთ თავად დაუფიქსირონ შენობის ტექნიკურ გუნდს დავალებები და ხარვეზების შესახებ ინფორმაცია, შემდეგ კი ადევნონ თვალი მათი დავალებების შესრულების პროცესს. შედეგად, მოიჯარეებთან კომუნიკაცია ხდება უფრო მარტივი, მათი პრობლემები კი უფრო ოპერატიულად წყდება, რაც მატ კმაყოფილებაზე დადებითად აისახება.
Singu FM ეხმარება მომხმარებლებს აქტივების მოვლაზე გაწეული ხარჯების ოპტიმიზაციაში. სისტემაში გაიწერება წლიური ბიუჯეტი აქტივის როგორც გეგმიური მოვლისთვის, ისე არაგეგმიური რემონტისთვის. ხარჯების დაფიქსირების შემდეგ შესაძლებელია ვნახოთ გეგმა-ფაქტიური შედარება. ამასთან, სისტემას აქვს ხარჯების დადასტურების პროცედურის აწყობის შესაძლებლობა. დადასტურების პროცესი აწყობადია ყოველი ტიპის ხარჯისა თუ აქტივისთვის და შედეგად, თავს გვარიდებს დაუგეგმავი და არაგამართლებული ხარჯების გაწევას.
Singu FM-ს მოყვება სხვადასხვა ტიპის და ვიზუალის მქონე ანგარიშგებები და დეშბორდები. ტექნიკური ჯგუფის ხელმძრვანელებს და ტოპ მენეჯმენტს საშუალება აქვს მარტივად გააანალიზონ ყველაზე ხარჯიანი აქტივები, ტექნიკური გუნდის მუშაობის ეფექტურობა, დაქირავებული კომპანიების მომსახურების ხარისხი და მოიჯარეების კმაყოფილება.